თეთრი ქვები

 

სს "ქართული ფილმი"  

ხანგრძლივობა: 2 ნაწილი, 546 მეტრი, 20 წუთი

გამოშვების წელი: 1972

 

დამდგმელი რეჟისორი: თემურ ფალავანდიშვილი
სცენარის ავტორი: რევაზ (რეზო) გაბრიაძე
დამდგმელი ოპერატორი: ალექსანდრე მღებრიშვილი
დამდგმელი მხატვარი: რევაზ (რეზო) გაბრიაძე
კომპოზიტორი: გია ყანჩელი
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: სერგეი ზაბოზლაევი
მონტაჟი: ნუცა შოშიტაიშვილი

მეოცნებე ფოტოგრაფს რიონის პირას თეთრ ქვებზე მდგარ ფოტოატელიეში საქმრო და თეთრ კაბაში გამოწყობილი პატარძალი მიაკითხავენ სურათის გადასაღებად. საქმრო პატარძალს მიატოვებს და გაიქცევა. ფოტოგრაფი ატირებულ ქალს ხელს და გულს შესთავაზებს. პატარძალი მოუსმენს... და საქმროს გაეკიდება.