უგმიროდ

 

 

ხანგრძლივობა: 2 ნაწილი, 0 მეტრი, 14 წუთი

გამოშვების წელი: 2003

 

დამდგმელი რეჟისორი: გიორგი უღრელიძე
სცენარის ავტორი: გიორგი უღრელიძე
დამდგმელი ოპერატორი: გიორგი უღრელიძე
მონტაჟი: ზურა ქავთარაძე
პროდიუსერი: ერეკლე უღრელიძე

პასტორალი. წამიერი კადრებით გადმოცემული უკიდურესი გაჭირვება, შიმშილი, მარტოობა, გაუცხოება ადამიანებს, ოჯახის წევრებს შორის, ერთფეროვანი გარემო, სრული სიჩუმე. საკვების გამო ბრძოლა ადამიანსა და მხეცებს შორის. არავითარი სიტყვები. ავადმყოფური წარმოდგენები. სიზმარში აღდგენილი მძიმე წარსული. მადლი, რომელიც მძიმე ცოდვას შობს. მამა–შვილური მოვალეობის ღალატი. ცხოვრების დინების წინააღმდეგ სვლა განწმენდის შემდეგ. შეგნებული თვითმკვლელობა. შეუნდობელი სასაფლაო.

მუსიკალური გამფორმებელი: ზურაბ ქავთარაძე