მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!



ილია დოიაშვილი
ილია დოიაშვილი
18.12.1938 - 22.02.2013


საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი
ამ გვერდს გაეცნო 2007 სტუმარი
ბიოგრაფია

დაიბადა 1938 წლის 18 დეკემბერს სოფ. ბაკურციხეში (გურჯაანის რაიონი). 1962 წელს მოსკოვში დაამთავრა ”სოიუზმულტფილმთან” არსებული მხატვარ-მულტიპლიკატორთა ორწლიანი კურსები, 1989 წელს - რეჟისორთა და სცენარისტთა უმაღლესი კურსების კლასიკური ანიმაციის საფუძვლები. 1958 წლიდან მუშაობს კ/ს ”ქართული ფილმის” მულტიპლიკაციური ფილმების გაერთიანებაში. არის თბილისის სამხატვრო აკადემიის მედიახელოვნების ანიმაციური სტუდიის ხელმძღვანელი, პროფესორი, ანიმაციაში მოღვაწეთა კავშირის ASIFA-ს წევრი. ხელმძღვანელობდა მხატვარ-ანიმატორთა ჯგუფებს, რომლებიც თანამშრომლობდნენ გერმანიის ("Colange carton", "Penta TV"), ესპანეთის ("CAMEVA Studio") და თურქეთის ("Denge animation") ქვეყნებთან. ფილმი ”ოპტიმისტური მინიატურა” შესულია Masimo Mazet-ის (იტალია) ალბომში, სადაც სპეციალური გვერდია მიძღვნილი.


ფილმოგრაფია

დამდგმელი რეჟისორია ფილმების:
1. ორი პეპელა (2012) - ანიმაციური
2. ანი, ბანი და სხვანი (1989) - ანიმაციური

სცენარის ავტორია ფილმების:
1. ორი პეპელა (2012) - ანიმაციური
2. ანი, ბანი და სხვანი (1989) - ანიმაციური

დამდგმელი მხატვარია ფილმების:
1. კაცი და ლომი (1969) - ანიმაციური
2. ოქრო (1966) - ანიმაციური

ანიმატორია ფილმების:
1. ანი, ბანი და სხვანი (1989) - ანიმაციური
2. სიზმარა (1986) - ანიმაციური
3. ტყის კვარტეტი (1984) - ანიმაციური
4. უჩვეულო ნადირობა (1980) - ანიმაციური
5. კაცუნები (1978) - ანიმაციური
6. ისევ მზეჭაბუკსა და გველეშაპზე (1976) - ანიმაციური
7. სადა ხარ ჩემო სავანა? (1975) - ანიმაციური
8. ჯადოსნური კვერცხი (1974) - ანიმაციური
9. რანინა (1974) - ანიმაციური
10. ლურჯი მელია (1971) - ანიმაციური
11. კონკურენცია (1970) - ანიმაციური
12. გმირი (1963) - ანიმაციური
13. წუნა და წრუწუნა (1955) - ანიმაციური


 
 
 
 
 
 




შეტყობინებები:

1. მოგესალმებით,
მაინტერესებს, მოყვარულის მიერ დაწერილი ანიმაციური სცენარები თუ არის საინტერესო და ვინ შეიძლება დაინტერესდეს?
თუ ჩემი კითხვა ზედმეტად სუსტად არ მოგეჩვენებათ, იქნებ გამომეხმაუროთ.

წინასწარ გიხდით მადლობას.
პატივისცემით,
ნანა ქარელიძე
2012-01-03 - ნანა ქარელიძე






.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.