მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!



ალექსანდრე (სანდრო) შანშიაშვილი
ალექსანდრე (სანდრო) შანშიაშვილი
13.07.1888 - 28.10.1979

ამ გვერდს გაეცნო 5372 სტუმარი
ბიოგრაფია

დაიბადა 1888 წლის 13 ივლისს სოფ. ჯუგაანში (სიღნაღის რ-ნი). დაწყებითი განათლება მიიღო ჯუგაანში, შემდეგ სწავლობდა ხისრის მონასტრის სამრევლო სკოლაში, 1905–06 წ.წ. - თბილისის კერძო სამხატვრო სასწავლებელში (პედაგოგი ოსკარ შმერლინგი), 1907 წელს - ქართულ გიმნაზიაში. 1911 წელს უმაღლესი განათლების მისაღებად გაიგზავნა საზღვარგარეთ – შვეიცარიაში – ციურიხში. შემდეგ გადავიდა ბერლინში, იქიდან ლაიფციგში, სადაც 1914 წლამდე დარჩა. საქართველოში დაბრუნების შემდეგ დაიწყო გაზეთ "საქართველოს" გამოცემა, 1917 წელს იყო ჟურნალ "მერანის" რედაქტორი, 1927 წლამდე მუშაობდა ჟურნალ "დროშის" მდივნად.


ფილმოგრაფია

სცენარის ავტორია ფილმების:
1. ჯაფარა (1951) - ანიმაციური
2. არსენა (1937)





შეტყობინებები არ არის!






.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.