მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!



გივი ბარათაშვილი
გივი ბარათაშვილი
23.11.1929 - 08.07.2010


საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი
ამ გვერდს გაეცნო 5322 სტუმარი
ბიოგრაფია

დაიბადა 1929 წლის 23 ნოემბერს ქ. თბილისში. 1953 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. 1954-58 წ.წ. სწავლობდა მოსკოვის მსოფლიო ლიტერატურის ინსტიტუტში ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტზე. 1957-58 წ.წ. მუშაობდა მოსკოვის ალ. პუშკინის სახელობის თეატრის ლიტერატურული ნაწილის განყოფილების გამგედ. სხვადასხვა დროს მუშაობდა ქ. მოსკოვში წიგნთა პალატაში რედაქტორად, გაზეთ ”იზვესტიაში” კორესპონდენტად. 1959 წელს დაბრუნდა თბილისში და მოღვაწეობა დაიწყო კ/ს ”ქართულ ფილმში”. 1963-67 წ.წ. მუშაოდბა სასცენარო განყოფილებაში, 1967-74 წ.წ. - საქართველოს კინოკომიტეტის მთავარ რედაქტორად, 1974-76 და 1978-85 წ.წ. - ცენტრალური კომიტეტის ლიტერატურისა და ხელოვნების სექტორის გამგედ, 1976-78 წ.წ. - კინემატოგრაფისტთა კავშირის პირველ მდივან-განმკარგულებლად, 1985-90 წ.წ. - ძეგლთა დაცვის საზოგადოების თავმჯდომარედ, 1990-2005 წ.წ. - ალ. გრიბოედოვის სახელობის რუსული თეატრის დირექტორად, ხოლო 2005 წლიდან ამავე თეატრის კინსულტანტად. 1995 წლიდან არის საქართველოში რუსეთის კულტურის ცენტრის დირექტორი.


ფილმოგრაფია

სცენარის ავტორია ფილმების:
1. ქვასანაყი (1976) - ანიმაციური
2. მე და ჩემი მეზობლები (1973)

გადაღებულია ფილმებში:
1. ჭერი ანუ დაუმთავრებელი ფილმის მასალა (თეატრის დირექტორი) - (2003)
2. ჩაკლული სული (სტუდიის დირექტორი) - (1994)






შეტყობინებები არ არის!






.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.