მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!



ბიძინა რაჭველიშვილი
ბიძინა რაჭველიშვილი
01.03.1936


საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი
ამ გვერდს გაეცნო 7331 სტუმარი
ბიოგრაფია

დაიბადა 1936 წლის 1 მარტს თბილისში. 1963–1969 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე, პარალელურად – მეორად ხელოვნების ფაკულტეტზე და მუშაობდა ელექტროგამშვებ ქარხანაში, პლასტმასის ქარხანაში და საქართველოს კურორტოლოგიის ინსტიტუტში. 1969 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს ტელევიზიაში, ტელეფილმების რეჟისორის ასისტენტად. 1970 წლიდან სწავლა გააგრძელა მოსკოვის სცენარისტებისა და რეჟისორების უმაღლეს საკავშირო კურსების სარეჟისორო ფაკულტეტზე (გიორგი დანელია სახელოსნო). მუშაობდა “მოსფილმში“. 1972 წლიდან მოღვაწეობს კინოსტუდია “ქართულ ფილმში“.


ფილმოგრაფია

დამდგმელი რეჟისორია ფილმების:
1. ლომა (1987)
2. ლომა, დავიწყებული მეგობარი (1982)
3. ბაკულას ღორები (1976)
4. კაცები (1974)
5. ლახტი (1973)

სცენარის ავტორია ფილმების:
1. ლომა (1987)
2. ლომა, დავიწყებული მეგობარი (1982)
3. ბაკულას ღორები (1976)
4. ლახტი (1973)

გადაღებულია ფილმებში:
1. ლომა - (1987)
2. აქედანა და შენამდე - (1984)
3. ბაკულას ღორები - (1976)






შეტყობინებები არ არის!






.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.