მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!



დევი აბაშიძე
დევი აბაშიძე
01.05.1924 - 04.08.2005

ამ გვერდს გაეცნო 8071 სტუმარი
ბიოგრაფია

დაიბადა 1924 წლის 1 მაისს სოფელ ისლარში (ხარაგაულის რაიონი). 1941–1944 წლებში სწავლობდა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტში. 1948–1953 წლებში თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში დრამის რეჟისორის სპეციალობას დაეუფლა. მისი საკურსო სპექტაკლი "ხელის თხოვნა" დადგმიდან მოკლე ხანში აკრძალეს, სპექტაკლის მხატვარი ლადო გუდიაშვილი იყო. 1953–1956 წლებში ლადო მესხიშვილის სახელობის ქუთაისის თეატრში დამგმელ რეჟისორად და დასის გამგედ მუშაობდა, სადაც ათამდე სპექტაკლი დადგა. 1957 წელს კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ სურათზე „ქალის ტვირთი“ რეჟისორის ასისტენტად დაიწყო მუშაობა. არის დუბლიაჟის რეჟისორი ფილმებისა – „პატარა სადგური“(1963) „ყველაზე ნელი მატარებელი“(1964). 1972 წელს მიენიჭა მხატვრული ფილმის პირველი კატეგორიის რეჟისორის კვალიფიკაცია. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1980). მიღებული აქვს ღირსების მედალი (1964) და ორდენი (1999).






შეტყობინებები არ არის!






.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.