მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!



სერგეი სტრახოვი
სერგეი სტრახოვი
29.06.1936


საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი
ამ გვერდს გაეცნო 3692 სტუმარი
ბიოგრაფია

დაიბადა 1936 წლის 29 ივნისს, ქ. თბილისში. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გამოთვლით ცენტრში და პარალელურად ეწეოდა ჟურნალისტიკურ მოღვაწეობას. 1965 წელს ჩაირიცხა მოსკოვის საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტში (ВГИК). 1970 წლიდან მუშაობდა დოკუმენტური და სამეცნიერო-პოპულარული ფილმების სტუდიაში (შემდგომში მემატიანეში). გადაღებული აქვს 40-მდე დოკუმენტური ფილმი, ძირითადად იყო სცენარის ავტორი. რვა წლის განმავლობაში იყო საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის სამეცნიერო-პოპულარული კინო სექციის თავმჯდომარე. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1983). 1991 წლიდან ცხოვრობს მოსკოვში (შვილთან). ამჟამად არის პენსიონერი და სიხარულით ეცნობა ქართულ კულტურასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში არსებულ სიახლეებს.


ფილმოგრაფია

დამდგმელი რეჟისორია ფილმის:
1. შემოდგომა თბილისის აივნებზე (1971) - დოკუმენტური


 
 
 
 
   




შეტყობინებები არ არის!






.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.