მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!



გიორგი შენგელაია
გიორგი შენგელაია
11.05.1937


საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი
ამ გვერდს გაეცნო 16696 სტუმარი
ბიოგრაფია

დაიბადა 1937 წლის 11 მაისს მოსკოვში. დაამთავრა საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი (1962, კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრია 1968 წლიდან. არის საქართველოს სახალხო არტისტი(1985). 1962 წლიდან მუშაობს კინოსტუდია "ქართულ ფილმში" . მიღებული აქვს საპატიო ნიშნის ორდენი (1976), ამიერკავკასიისა და უკრაინის რესპუბლიკის კინოფესტივალის დიპლომი (1966), ბერგამოს (იტალია) მე–10 საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზი "დრაკონი" და ფიპრეისის დიპლომი (1966), ჩიკაგოს მე–10 საერთაშორისო კინოფესტივალის დიდი პრიზი "ოქროს იუგო" (1974), დიდი ბრიტანეთის კინოსტუდიის პრემია (1973), აზოლას (იტალია) საერთაშორისო კინოფესტივალის პირველი პრემია (1974), ფინეთის ხელოვნების აკადემიის პრიზი (1975), კინოხელოვნების საშუალებებით ესთეტიკური აღზრდის პრობლემებისადმი მიძღვნილი სიმპოზიუმის საპატიო დიპლომი (ერევანი 1977), სახალხო მეურნეობის მიღწევათა საკავშირო გამოფენის ბრინჯაოს მედალი (1980). შოთა რუსთაველის სახელობის პრემია (1985) და სხვა პრიზები.


ფილმოგრაფია

დამდგმელი რეჟისორია ფილმების:
1. მიდიოდა მატარებელი (2005)
2. სიყვარული ვენახში (2000)
3. ორფეოსის სიკვდილი (1996)
4. ხარება და გოგია (1987)
5. ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა (1984)
6. სიყვარული ყველას უნდა (1980)
7. ქვიშანი დარჩებიან (1976)
8. ვერის უბნის მელოდიები (1973)
9. ფიროსმანი (1969)
10. მაცი ხვიტია (1966)
11. ჯილდო (1965)
12. ალავერდობა (1962)

სცენარის ავტორია ფილმების:
1. მიდიოდა მატარებელი (2005)
2. ქართული ღვინის ისტორია (2001) - დოკუმენტური
3. სიყვარული ვენახში (2000)
4. ორფეოსის სიკვდილი (1996)
5. ხარება და გოგია (1987)
6. ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა (1984)
7. ქვიშანი დარჩებიან (1976)
8. ვერის უბნის მელოდიები (1973)
9. ფიროსმანი (1969)
10. მაცი ხვიტია (1966)
11. ჯილდო (1965)
12. ალავერდობა (1962)

გადაღებულია ფილმებში:
1. ქვიშანი დარჩებიან (ვაჟა) - (1976)
2. რაც გინახავს, ვეღარ ნახავ (გოგია) - (1965)
3. ამბავი ერთი ქალიშვილისა (გელა) - (1960)
4. ოთარაანთ ქვრივი (გიორგი) - (1957)
5. ჩვენი ეზო (დათო) - (1956)






შეტყობინებები არ არის!






.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.