მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!



თენგიზ აბულაძე
თენგიზ აბულაძე
31.01.1924 - 06.03.1994


საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი
ამ გვერდს გაეცნო 14830 სტუმარი
ბიოგრაფია

დაიბადა 1925 წლის 31 იანვარს ქუთაისში. 1943-1946 წლებში თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში სწავლობდა დრამის რეჟისურას. 1953 წელს დაამთავრა მოსკოვის საკავშირო სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი (სერგეი იუტკევიჩის სახელოსნო). რეზო ჩხეიძესთან ერთად გადაიღო კინონარკვევები: „ჩვენი სასახლე"(1953), „ქართული ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი"(1954) მხატვრული ფილმი „მაგდანას ლურჯა"(1956 წელს კანის ოქროს რტო და ედინბურგის კინოფესტივალების „გრანპრი") 1957–1958 დამოუკიდებლად გადაიღო სურათი „სხვისი შვილები"(1958 ლონდონისა და ტაშკენტის, 1959 ჰელსინკის, 1960 იტალიის საერთაშორისო კინოფესტივალების პრიზები). საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1979). საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი.







შეტყობინებები არ არის!






.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.