მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!



კოტე მიქაბერიძე
კოტე მიქაბერიძე
31.07.1896 - 09.01.1973

ამ გვერდს გაეცნო 5171 სტუმარი
ბიოგრაფია

დაიბადა 1896 წლის 31 ივლისს ტერმუკში (ახლანდელი ყუბანი). 1919 წელს მუშაობდა ქუთაისის "ახალგაზრდა მსახიობთა დასში". 1920 წელს თბილისში გადმოვიდა და აკაკი ფაღავას დრამატული სტუდია დაამთავრა. 1921 წლიდან იყო "სახკინმრეწვის" მსახიობი, 1928 წლიდან რეჟისორი და სცენარისტი. 1929 წელს გადაიღო ფილმი "ჩემი ბებია", რომელიც გამოსვლისთანავე აკრძალეს და 38 წლის განმავლობაში "თაროზე იდო". 1932 წელს იძულებული გახდა გადაეღო საკოლმეურნეო ცხოვრების ამსახველი სურათი "ჰასანი". 1933 წლიდან სამსახიობო სკოლის პედაგოგია.1953 წელს დადგა მულტიპიკაციური ფილმი "ზურიკო და მარიკო". სიცოცხლის ბოლო წლებში მუშაობდა დუბლიაჟის სტუდიაში, რუსულ ფილმებს ქართულად ახმოვანებდა. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1945).


ფილმოგრაფია

დამდგმელი რეჟისორია ფილმების:
1. ფორპოსტი (1941)
2. დაგვიანებული სასიძო (1939)
3. ქაჯეთი (1936)
4. ჰასანი (1932)
5. რასაც დასთეს, იმას მოიმკი (აგრომინიმუმი) (1930) - დოკუმენტური
6. ჩემი ბებია (1929)

სცენარის ავტორია ფილმების:
1. ცისკარა (1955)
2. ქაჯეთი (1936)
3. ჰასანი (1932)
4. ჩემი ბებია (1929)

გადაღებულია ფილმებში:
1. აკაკის აკვანი (პაპუნა–მანოს ქმარი) - (1947)
2. უკანასკნელი მასკარადი (გალიფელი) - (1934)
3. ბოშური სისხლი (გიცა) - (1928)
4. ორი მონადირე (მგელია) - (1927)
5. ხანუმა (ილო) - (1926)
6. Дина Дза-Дзу (Ru, 1926)
7. ტარიელ მკლავაძის მკვლელობის საქმე (სპირიდონ მცირიშვილი) - (1925)
8. ვინ არის დამნაშავე ? (სიკო) - (1925)
9. სამი სიცოცხლე (ბათუ) - (1924)
10. არსენა ჯორჯიაშვილი (მუშა-რევოლუციონერი) - (1921)





შეტყობინებები არ არის!






.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.