მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!



გივი ვეფხვაძე
გივი ვეფხვაძე
19.02.1938


საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი
ამ გვერდს გაეცნო 6650 სტუმარი
ბიოგრაფია

დაიბადა 1938 წლის 19 თებერვალს თბილისში. 1956–1960 წლებში სწავლობდა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტზე (ლილი იოსელიანის და ალექსანდრე (საშა) მიქელაძის სახელოსნო). 1965–1970 წლებში ლენინგრადის (პეტერბურგი) თეატრის, მუსიკის და კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტის კინოსა და ტელევიზიის ფაკულტეტზე (ვადიმ გორლოვისა და ალექსეი რესსერის სახელოსნო). 1960–1961 წლებში იყო თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობი, 1961–1968 წლებში საქართველოს ტელევიზიის რეჟისორი, 1968–2004 წლებში საქართველოს სატელევიზიო ფილმების კინორეჟისორი. ავტორია წიგნების: "მახსოვს ხარაგაული" (2000), "9 მარტი 1956 წ. კადრსა და კადრს მიღმა" (2001), "გადაშენება" (2001), "არსად აღარ მეჩქარება" (2005), "მოგზაურობა წარსულში" (2006). არის საქველმოქმედო საზოგადოების "9 მარტი 1956 წელი" თავმჯდომარე, რომელიც დააარსა 1992 წელს.


ფილმოგრაფია

დამდგმელი რეჟისორია ფილმების:
1. მახსოვს ხარაგაული (1999) - დოკუმენტური
2. კუმისი "ივერთა და დიდებულთა..." (1997) - დოკუმენტური
3. ხსოვნა (1989)
4. კეთილი კაცი –"პატარა დეტექტივი" (1985)
5. კეთილი კაცი –"ობოლა" (ერთხელ შაქრიანში) (1985)
6. შუაკაცი (1985)
7. დიდი ოჯახი (1977) - დოკუმენტური
8. ბავშვები (1976)
9. შეხვედრამდე (1970)
10. ციმბირის პაპა (1968) - დოკუმენტური
11. აკადემიკოსი ივანე ბერიტაშვილი - 80 (1964) - დოკუმენტური

სცენარის ავტორია ფილმების:
1. კუმისი "ივერთა და დიდებულთა..." (1997) - დოკუმენტური
2. ხსოვნა (1989)
3. კეთილი კაცი –"პატარა დეტექტივი" (1985)
4. კეთილი კაცი –"ობოლა" (ერთხელ შაქრიანში) (1985)
5. შუაკაცი (1985)
6. დიდი ოჯახი (1977) - დოკუმენტური
7. ბავშვები (1976)

დამდგმელი ოპერატორია ფილმის:
1. აკადემიკოსი ივანე ბერიტაშვილი - 80 (1964) - დოკუმენტური






შეტყობინებები არ არის!






.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.