მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!



როლანდ (მიხო) ბორაშვილი
როლანდ (მიხო) ბორაშვილი
14.10.1947


საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი
ამ გვერდს გაეცნო 14880 სტუმარი
ბიოგრაფია

დაიბადა 1947 წლის 14 ოქტომბერს ქ. კასპში. 1979 წელს დაამთავრა ლენინგრადის თეატრის, მუსიკისა და კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტის ტელერეჟისურის ფაკულტეტი (იული კარასიკის სახელოსნო). 1969 წლიდან 2006 წლამდე მუშაობდა კომპანია ”ქართულ ტელეფილმში” ჯერ კინორეჟისორის ასისტენტად, შემდეგ – კინორეჟისორად (1989 წლიდან). 2003 წლიდან ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში. ხელმძღვანელობს მხატვრული კინოს რეჟისურის სახელოსნოს. უკავია ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა. არის უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრი. საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის გამგეობის წევრი. საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურიატი კინოხელოვნების დარგში (2004), ღირსების ორდენის კავალერი (2008).


ფილმოგრაფია

დამდგმელი რეჟისორია ფილმების:
1. მე, ჯორჯ ბალანჩინი... (2005) - დოკუმენტური
2. დედაო ღვთისავ ... (2003) - დოკუმენტური
3. გზა მაცხოვრისა (2002) - დოკუმენტური
4. ცარიელი სივრცე (2001)
5. თავშესაფარი (1997) - დოკუმენტური
6. სიაუშ ქართველი (1997) - დოკუმენტური
7. შემსრულებელი (1994)
8. საქართველოს ქრონიკები (1991) - დოკუმენტური
9. ნინიკო (1990) - დოკუმენტური
10. მერი (1989) - დოკუმენტური
11. ექვსიდან ათამდე (1986) - დოკუმენტური
12. ფშავი (1981) - დოკუმენტური
13. ფანჯარა (1980) - დოკუმენტური

სცენარის ავტორია ფილმების:
1. მე, ჯორჯ ბალანჩინი... (2005) - დოკუმენტური
2. დედაო ღვთისავ ... (2003) - დოკუმენტური
3. გზა მაცხოვრისა (2002) - დოკუმენტური
4. ცარიელი სივრცე (2001)
5. თავშესაფარი (1997) - დოკუმენტური
6. შემსრულებელი (1994)
7. საქართველოს ქრონიკები (1991) - დოკუმენტური
8. ნინიკო (1990) - დოკუმენტური
9. მერი (1989) - დოკუმენტური
10. ექვსიდან ათამდე (1986) - დოკუმენტური
11. ფშავი (1981) - დოკუმენტური
12. ფანჯარა (1980) - დოკუმენტური

გადაღებულია ფილმებში:
1. ღიმილის ბიჭები (ბაადური) - (1969)
2. Бэла (Ru, 1966)
3. მე, ბებია, ილიკო და ილარიონი (რომული) - (1962)
4. სხვისი შვილები (გია) - (1958)
5. მაგდანას ლურჯა (მიხო) - (1955)






შეტყობინებები:

1. ძალიან მიყვარხართ ბატონო მიხო:)
2011-12-21 - tamta






.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.