მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!



სერგო (სარქის) ფარაჯანოვი
სერგო (სარქის) ფარაჯანოვი
09.01.1924 - 21.07.1990

ამ გვერდს გაეცნო 7323 სტუმარი
ბიოგრაფია

დაიბადა 1924 წლის 9 იანვარს თბილისში. 1942 წელს ჩააბარა თბილისის სარკინიგზო სატრანსპორტო ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტზე. 1943 წელს მიატოვა ინსტიტუტი და სწავლა გაგრძელა თბილისის კონსერვატორიაში ვოკალურ ფაკულტეტზე და პარალელურად ოპერასთან არსებულ ქორეოგრაფიულ სასწავლებელში. 1945 წელს გადავიდა მოსკოვის კონსერვატორიაში (პროფ. ნინო დორლიაკის კლასში). 1952 წელს დაამთავრა მოსკოვის საკავშირი სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი (იგორ სავჩენკოს სახელოსნო) და მუშაობა დაიწყო რეჟისორის ასისტენტად კიევის ალექსანდრე დოვჟენკოს სახელობის კინოსტუდიაში. აქვე შედგა მისი დებიუტი მოკლემეტრაჟიანი ფილმით ”ანდრიეში”. რეჟისორი უსაფუძვლო ბრალდებებით სამჯერ დააპატიმრეს. სიცოცხლის ბოლო წლებში მუშაობდა ორ ფილმზე: "შუშანიკის წმება" და "აღსარება". მაგრამ ავადმყოფობის გამო ვერცერთი ვერ განახორციელა.


ფილმოგრაფია

დამდგმელი რეჟისორია ფილმების:
1. The Confession (Am, 1990)
2. აშუღ-ყარიბი (1988)
3. არაბესკები ფიროსმანის თემაზე (1985) - დოკუმენტური
4. ამბავი სურამის ციხისა (1984)
5. Цвет граната ("Sayat Nova") (Am, 1969)
6. Киевские фрески (не завершен) (Ru, 1966)
7. Тени забытых предков (Ru, 1964)
8. Цветок на камне (Ru, 1962)
9. Украинская рапсодия (Ru, 1961)
10. Первый парень (Ru, 1958)
11. Андриеш (Ru, 1954)






შეტყობინებები არ არის!






.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.