მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!



გურამ (გიზო) გაბესკირია
გურამ (გიზო) გაბესკირია
12.04.1936


საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი
ამ გვერდს გაეცნო 8560 სტუმარი
ბიოგრაფია

დაიბადა 1936 წლის 12 აპრილს თბილისში. 1960 წელს დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი, 1971 წელს – ქ. მოსკოვის სცენარისტთა და კინორეჟისორთა უმაღლესი საკავშირო სასწავლებელის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი (ხელმძღვანელები მიხეილ რომი და იული რაიზმანი). 1972 წლიდან მუშაობს კინოსტუდია "ქართული ფილმის" რეჟისორად. 1979 წლიდან საკავშირო კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრია. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1980), სსრკ-ს სახელმწიფო პრემიის ლაურიატი (1981). 1991 წლიდან საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრია. 1987 წელს სახ. კინოკომიტეტის სატარიფიკაციო საბჭომ მიანიჭა მხატვრული ფილმების რეჟისორის უმაღლესი კატეგორიის კვალიფიკაცია. 1991 წელს დაინიშნა კ/ს ”ქართული ფილმის” მე-2 შემოქმედებითი გაერთიანების სამხატვრო ხელმძღვანელად. 1992 წელს აირჩიეს კინოკორპორაცია ”ქართული ფილმის” კინოსტუდია ”ფრესკას” სამხატვრო ხელმძღვანელად. 1997 წლიდან მოღვაწეობს სულხან-საბა ორბელიანის სახელობის თბილისის პედაგოგიურ უნივერსიტეტში. 2001-2004 წლებში მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე. 2006 წლიდან არის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის საპატიო პროფესორი.


ფილმოგრაფია

დამდგმელი რეჟისორია ფილმების:
1. ზღვის მაშვრალნი (1986)
2. კიკვიძე (1980)
3. დათა თუთაშხია (1978)






შეტყობინებები არ არის!






.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.