მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!



ზაალ კაკაბაძე
ზაალ კაკაბაძე
18.01.1935 - 10.06.2012


საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი
ამ გვერდს გაეცნო 11554 სტუმარი
ბიოგრაფია

დაიბადა 1935 წლის 18 იანვარს ბათუმში. 1953–1954 წლებში სწავლობდა მოსკოვის ტრანსპორტის ეკონომიურ ინსტიტუტში, 1954–1957 წლებში – ლენინგრადის ზუსტი მექანიკისა და ოპტიკის ინსტიტუტში. 1960 წელს დაამთავრა საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი (ილია კოპალინის სახელოსნო). 1960–1968 წლებში მუშაობდა კინორეჟისორად საქართველოს სამეცნიერო–პოპულარული და დოკუმენტური ფილმების სტუდიაში, 1968 წლიდან მუშაობს საქართველოს სატელევიზიო ფილმების სტუდიაში. 1996 წლიდან –კომპანია "ქართული ტელეფილმის" მხატვრული ფილმების განყოფილების უფროსია. ქართულ კინემატოგრაფიაში პირველმა შექმნა ახალი ჟანრი კინო–ბალეტი. მის ფილმებს მიღებული აქვთ უამრავი პრიზი: ფილმი "მწირი" (1976) – ნიუ–იორკისა და ჩიკაგოს საერთაშორისო კინოფესტივალების უმაღლესი პრიზები "გრან–პრი" (ინახება ლოს–ანჟელესისა და ლინკოლნის კულტურული ცენტრის ფილმსაცავების ოქროს ფონდში), ფილმი "პრომეთეოსი" (1984) – კიევის კინოფესტივალის პირველი პრიზი, ფილმი "მეთორმეტე ღამე ანუ რაც გენებოთ" (1986) – "ARABESQUE" და "GOLDEN FLEECE-88"–ს საერთაშორისო კინოფესტივალების უმაღლესი პრიზები "გრან–პრი" ბალეტის მესვეურების მიერ აღიარებულია "ყველა დროისა და ხალხების საუკეთესო კინო–ბალეტად", ფილმი "ალი ბაბა და ორმოცი ყაჩაღი" (1990) "GOLDEN FLEECE-90"–სა და "POST-MONTREUX-92"–ის საერთაშორისო კინოფესტივალების პრიზები.
საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1988), საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრი (1964). ღირსების ორდენის კავალერი (2003). გარდაიცვალა 2012 წლის 10 ივნისს, დაკრძალულია ბათუმში.


ფილმოგრაფია

დამდგმელი რეჟისორია ფილმების:
1. რამინის ბიჭები (2003) - დოკუმენტური
2. სამშობლოს სახელით (2003) - დოკუმენტური
3. გიგი (2003) - დოკუმენტური
4. პიანისტთა მეორე (2001) - დოკუმენტური
5. საჩუქარი (1997) - დოკუმენტური
6. იმპერიის რღვევა (1994) - დოკუმენტური
7. მზე, ჰაერი და ... "ნა–ნა" (1992)
8. ალი ბაბა და 40 ყაჩაღი (1990)
9. მეთორმეტე ღამე, ანუ რაც გენებოთ (1986)
10. პრომეთეოსი (1984)
11. მღერის მედეა ძიძიგური (1981) - დოკუმენტური
12. მღერის გიული ჩოხელი (1980) - დოკუმენტური
13. მართვე (1980) - დოკუმენტური
14. ლაურეატები (1979) - დოკუმენტური
15. უმცროსი და (1977)
16. მწირი (1976)
17. სიყვარული, ივერია და... (1975)
18. გადაღების ერთი დღე (1973)
19. მზიური (1973)
20. მეგობრობის კონცერტი (1972) - დოკუმენტური
21. ორერა, სრული სვლით! (1970)
22. კოლხური სუიტა (1970) - დოკუმენტური
23. პატარა სიმღერა (1969) - დოკუმენტური
24. საქართველო არის ესე... (1967) - დოკუმენტური
25. ქართული მელოდიები (1967) - დოკუმენტური
26. გამოძახილი (1966) - დოკუმენტური
27. შვილიკა (1965) - დოკუმენტური
28. ვიოლინოს რაფსოდია (1964) - დოკუმენტური
29. სიტყვა მკურნალობს (1963) - დოკუმენტური
30. შრომა და შემოქმედება (1963) - დოკუმენტური
31. ფოლადი და ადამიანი (1960) - დოკუმენტური

სცენარის ავტორია ფილმების:
1. რამინის ბიჭები (2003) - დოკუმენტური
2. სამშობლოს სახელით (2003) - დოკუმენტური
3. გიგი (2003) - დოკუმენტური
4. პიანისტთა მეორე (2001) - დოკუმენტური
5. საჩუქარი (1997) - დოკუმენტური
6. იმპერიის რღვევა (1994) - დოკუმენტური
7. მზე, ჰაერი და ... "ნა–ნა" (1992)
8. მღერის მედეა ძიძიგური (1981) - დოკუმენტური
9. მღერის გიული ჩოხელი (1980) - დოკუმენტური
10. მართვე (1980) - დოკუმენტური
11. გადაღების ერთი დღე (1973)
12. მზიური (1973)
13. მეგობრობის კონცერტი (1972) - დოკუმენტური
14. კოლხური სუიტა (1970) - დოკუმენტური
15. პატარა სიმღერა (1969) - დოკუმენტური
16. ქართული მელოდიები (1967) - დოკუმენტური
17. გამოძახილი (1966) - დოკუმენტური


 
 
 
 
 
 
 
 
 




შეტყობინებები არ არის!






.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.