მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!



ირაკლი პაპავა
ირაკლი პაპავა
30.01.1952

ამ გვერდს გაეცნო 3635 სტუმარი
ბიოგრაფია

დაიბადა 1952 წლის 30 იანვარს ქ. თბილისში. 1969-74 წ.წ. სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტზე, 1976-78 წ.წ. ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოფიზიკის კათედრის ასპირანტურაში, 1978 -82 წ.წ. შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტზე სამეცნიერ-პოპულარული და დოკუმენტური კინოს განხრით (გურამ ჟვანიას სახელოსნო). 1982 წლიდან მოღვაწეობს სტუდია „მემატიანეში“. 1990-91 წ.წ. იყო ხელოვნებისა და კულტურის ინსტიტუტის ლექტორი - დოკუმენტური კინოს დრამატურგია. არის მრავალი ფილმის სცენარის ავტორი და რეჟისორი. 1988-2000 წ.წ. ინდოეთის ქალაქ გოაში ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილების მიკვლევის სამი სამეცნიერო კინოექსპედიციის მონაწილე.


ფილმოგრაფია

დამდგმელი რეჟისორია ფილმების:
1. ღირსი მამა ალექსი (2009) - დოკუმენტური
2. ლეხაიმ! (2005) - დოკუმენტური
3. ნათელი იგი (2004) - დოკუმენტური
4. ოთხი საუკუნის შემდეგ (2001) - დოკუმენტური

სცენარის ავტორია ფილმების:
1. ღირსი მამა ალექსი (2009) - დოკუმენტური
2. ისლამი საქართველოში (2007) - დოკუმენტური
3. ლეხაიმ! (2005) - დოკუმენტური
4. მარკოზის სახარება (2004) - დოკუმენტური
5. ნათელი იგი (2004) - დოკუმენტური

პროდიუსერია ფილმის:
1. მარკოზის სახარება (2004) - დოკუმენტური





შეტყობინებები არ არის!






.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.