მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!



რობერტ სტურუა
რობერტ სტურუა
31.07.1938

ამ გვერდს გაეცნო 7047 სტუმარი
ბიოგრაფია

დაიბადა 1938 წლის 31 ივლისს, ქ. თბილისში. 1962 წელს დაამთავრა თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი (მიხეილ თუმანიშვილის სახელოსნო). 1963 წლიდან მუშაობს რუსთაველის თეატრში. 1980 წლიდან თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია. რუსთაველის თეატრის სცენაზე დადგმული აქვს ასამდე სპექტაკლი. 70-80-იან წლებში იქმნება სტურუას ყველაზე გახმაურებული სპექტაკლები. ამ სპექტაკლებმა რუსთაველის თეატრს და თავად რეჟისორს მსოფლიო აღიარება მოუტანა. მის დადგმებს სენსაციურს უწოდებენ, ხოლო სტურუას ევროპული თეატრის ყველა ცნობილ რეჟისორს ადარებენ. საქართველოს (1980) და სსრ კავშირის (1982) სახალხო არტისტი. სსრ კავშირის (1979) და საქართველოს (1996) სახელმწიფო პრემიების ლაურეატი. ღირსების ორდენის კავალერი (1998). თბილისის საპატიო მოქალაქე (1996). მიღებული აქვს მრავალი პრემიები, ჯილდოები, საპატიო დიპლომები.


ფილმოგრაფია

გადაღებულია ფილმებში:
1. რობიკო სტურუა - (2007) - დოკუმენტური
2. გასეირნება ყარაბაღში (ილო ნებიერიძე) - (2005)
3. ოქროს ობობა (გამყიდველი) - (1992)
4. იყო შაშვი მგალობელი (სოსო) - (1970)






შეტყობინებები:

1. ბატონო რობერტ! დიდი პატივისცემით, მოგესალმებით... მაქვს, ჩემის აზრით მეტად საინტერესო წინადადება თქვენთვის.. იმედია დაინტერესდებით... სად შეიძლება თქვენი ნახვა, ან იქნებ მომცეთ თქვენი კოორდინატები, რომ დაგიკავშირდეთ... შეხვედრამდე... სურვილის შემთხვევაში ჩემი ტელეფონია 591 332 777
2012-10-04 - თეიმურაზი






.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.