მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!



ქეთევან კიკნაძე
ქეთევან კიკნაძე
10.05.1939


საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი
ამ გვერდს გაეცნო 11469 სტუმარი
ბიოგრაფია

დაიბადა 1939 წლის 10 მაისს. 1959 წელს დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო რუსთაველის თეატრში მსახიობად. შემდეგ მარჯანიშვილის თეატრში. გადაღებულია 16 –ზე მეტ მხატვრულ, სატელევიზიო ფილმსა და სერიალებში: ოხ ღმერთო.....(შურა), უმადური (ჯოკონდა), ბულგაკოვის მოლიერი (მოლიერის ცოლი), აღსარება (ქეთო), ყავა და ლუდი (გულჩინა), ცხელი ძაღლი (ვარავარა) და სხვა. საქართველოს სახალხო არტისტი (1987). მიღებული აქვს შოთა რუსთაველის სახელობის პრემია (მრავალსერიანი სატელევიზიო ფილმში "წიგნი ფიცისა" ქეთევან დედოფლის როლის შესრულებისთვის) (1987). კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემია.


ფილმოგრაფია

გადაღებულია ფილმებში:
1. ღმერთო, რისი გულისთვის… – უმადური - (2003)
2. დღე ტკივილისა და სიხარულისა - (1995) - დოკუმენტური
3. მხოლოდ სიკვდილი მოდის აუცილებლად - (1992)
4. პრემიერა (მარგო) - (1991)
5. თეთრი ბაირაღები (ზაზას დედა) - (1990)
6. ერთ პატარა ქალაქში (მერი) - (1985)
7. წიგნი ფიცისა - (1983)
8. წინაპართა მიწა (ნინო) - (1979)
9. დათა თუთაშხია (ბეჩუნი პერტია) - (1978)
10. ზოია რუხაძე (ცირკის მოცეკვავე) - (1971)
11. ტარიელ გოლუა (თინა) - (1968)
12. შეხვედრა წარსულთან (მარიამი) - (1966)






შეტყობინებები არ არის!






.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.