მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!



ელენე ჩოხელი
ელენე ჩოხელი
21.03.1914 - 25.07.1991

ამ გვერდს გაეცნო 6520 სტუმარი
ბიოგრაფია

დაიბადა 1914 წლის 21 მარტს, თბილისში. 1932 წელს თბილისის პირველი ქორეოგრაფიული სტუდიის დამთავრებისთანავე ჩაირიცხა სსრკ ტურიზმისა და ექსკურსიების სამხატვრო ბრიგადაში, რომელიც კონცერტებით უწევდა მომსახურებას მოკავშირე რესპუბლიკებს. 1933 წლიდან მოღვაწეობდა კინოსტუდიაში. 1937 წელს შევიდა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასთან არსებულ მუშ–ფაკის მუსიკალურ ფაკულტეტზე (ოლგა ბახუტაშვილ–შულგინას კლასი), რომელიც არ დაუმთავრებია. 1937-1943 წლებში მუშაობდა საქ. სახელმწიფო ფილარმონიაში ესტრადის მსახიობად. 1943 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე მოღვაწეობდა ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიის თეატრში. საქართველოს დამსახურებული არტისტი (1955). საქართველოს სახალხო არტისტი (1965).


ფილმოგრაფია

გადაღებულია ფილმებში:
1. მხიარული რომანი (ლიზა) - (1972)
2. ტარიელ გოლუა (ჯოტოს დედა) - (1968)
3. ვიღაცას ავტობუსზე აგვიანდება (ნინო) - (1967)
4. თხუნელა (ვარო) - (1962)
5. ორი ოჯახი (ჩიტოს მეზობელი) - (1958)
6. გიორგი სააკაძე - (1943)
7. სამშობლო - (1939)
8. მდინარის გაღმა - (1935)
9. ჟუჟუნას მზითევი - (1934)






შეტყობინებები არ არის!






.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.