მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!



ალექსანდრე (სესიკა) კუპრაშვილი
ალექსანდრე (სესიკა) კუპრაშვილი
08.02.1904 - 22.02.1979

ამ გვერდს გაეცნო 8120 სტუმარი
ბიოგრაფია

დაიბადა სამტრედიაში 1904 წლის 8 თებერვალს. იქვე მიიღო საშუალო განათლება. 1921 წლიდან იწყებს თეატრალურ მოღვაწეობას თბილისის პლეხანოვის სახელობის მუშათა კლუბთან არსებულ დრამატულ წრეში. 1925 წ. დაამთავრა რუსთაველის თეატრთან არსებული სტუდია და იმავე წელს ჩაირიცხა ამავე თეატრში მსახიობად. 1949 წლიდან მოღვაწეობს საქართველოს ფილარმონიაში. 1952 წლიდან გადადის ვ. აბაშიძის სახ. მუსიკალური კომედიის თეატრში, მაგრამ იმავე წელს კვლავ რუსთაველის თეატრს უბრუნდება. საქართველოს დამსახურებული არტისტი (1958).


ფილმოგრაფია

გადაღებულია ფილმებში:
1. კაცია ადამიანი ?! - (1979)
2. ქორწინება იმერულად - (1979)
3. რაჭა ჩემო სიყვარულო (ზაურის პაპა) - (1977)
4. ქვიშანი დარჩებიან - (1976)
5. სიყვარული, ხანძარი და პომპიერო (მამაო ზაქარია) - (1976)
6. არ დაიჯერო, რომ აღარა ვარ - (1975)
7. ბერიკაცები - (1975)
8. ღვინის ქურდები (ლექსო) - (1975)
9. ლია, პაპა და პატარა მედოლე - (1973)
10. ჩარი რამა (სიპიტო) - (1972)
11. მხიარული რომანი (ფოსტალიონი) - (1972)
12. წუთისოფელი (კოლმეურნე) - (1971)
13. დიდოსტატის მარჯვენა - (1970)
14. სემირამიდას ბაღები - (1970)
15. ფილატელისტის სიკვდილი - (1969)
16. ჩამავალი მზე (ფოსტალიონი) - (1970)
17. არ იდარდო! (კოსტა) - (1968)
18. ბედის უკუღმართობა - (1968)
19. არაჩვეულებრივი გამოფენა - (1968)
20. მალე გაზაფხული მოვა - (1967)
21. ბოდიში, თქვენ გელით სიკვდილი (სახ.დაზღვევის აგენტი) - (1965)
22. მიხა (მღვდელი) - (1965)
23. ხევსურული ბალადა (ხევსური) - (1965)
24. სალამური (პაპა სტეფანე) - (1964)
25. ზღვის შვილები (ივანე) - (1964)
26. თეთრი ქარავანი (ყივანა) - (1963)
27. კარდაკარ (მწერალი) - (1960)
28. ზვიგენის კბილი (ლარბი) - (1959)
29. წარსული ზაფხული (დამსვენებელი) - (1959)
30. ყვავილი თოვლზე (მსაჯი) - (1959)
31. მანანა (ინკასატორი) - (1958)
32. ეთერის სიმღერა (დიაკვანი) - (1956)





შეტყობინებები არ არის!






.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.