მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!



ირაკლი ტრიპოლსკი
ირაკლი ტრიპოლსკი
24.09.1951

ამ გვერდს გაეცნო 1530 სტუმარი
ბიოგრაფია

დაიბადა 1951 წლის 24 სექტემბერს ქ.თბილისში. 1974 წელს დაამთავრა თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა ინსტიტუტის ინგლისური ენის ფაკულტეტი. 1988 წელს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი. 1975-1981 წლებში მუშაობდა ქ. თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში კინო–ტელე ლაბორატორიის რეჟისორად. 1981–1995 იყო კინოსტუდია „ქართული ფილმის“ და საქართველოს სამეცნიერო-პოპულარული და დოკუმენტური ფილმების სტუდია "მემატიანეს" რეჟისორი. სხვადასხვა დროს იყო ტელეკომპანია - „მეცხრე არხის“ გენერალური დირექტორი, ტელეკომპანია „მზის“ ახალი პროგრამების მიმართულების ხელმძღვანელი, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, სამხატვრო ხელმძღვანელი - ტელეკომპანია „ერთსულოვნებაზე“. დააფუძნა სტუდია „მარაო“ და არის მისი ხელმძღვანელი.


ფილმოგრაფია

დამდგმელი რეჟისორია ფილმების:
1. ქართველი ლეგიონერები (2009) - დოკუმენტური
2. გარესჯისა უდაბნო (1990) - დოკუმენტური
3. ქართული მართმადიდებელი ეკლესია (1985) - დოკუმენტური

სცენარის ავტორია ფილმების:
1. ოთხი საუკუნის შემდეგ (2001) - დოკუმენტური
2. გარესჯისა უდაბნო (1990) - დოკუმენტური

პროდიუსერია ფილმების:
1. ნეტავი იქ თეატრი არის?! (2011) - დოკუმენტური
2. გალობის რაინდები (2010) - დოკუმენტური

გადაღებულია ფილმში:
1. ადამიანთა სევდა - (1984)





შეტყობინებები არ არის!






.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.