მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!



ალექსანდრე ალაზნისპირელი
ალექსანდრე ალაზნისპირელი
14.06.1898 - 00.00.1984

ამ გვერდს გაეცნო 4870 სტუმარი
ბიოგრაფია

იგივე ალექსანდრე (საშა) კოჭლამაზაშვილი.
დაიბადა 1898 წლის 14 ივნისს ქ. თბილისში. 1917 წელს დაამთავრა თბილისის ვაჟთა მეორე გიმნაზია. პირველად 1917 წელს გამოვიდა ქ. კარაკლისის (ამჟ. კიროვობადი) სცენაზე. 1918-20 წლებში მუშაობდა მსახიობად მუშტაიდის კლუბთან არსებულ დრამატულ კლუბში. სხვადასხვა დროს მოღვაწეობდა მსახიობად -ბათუმის მუშა-ახალგაზრდობის (1922-25), ჭიათურის მუშათა (1926-32), გორის (1932-36), ტყიბულის (1936-38), თელავის (1938-40), თბილისის სანიტარული კულტურის (43-44), ლანჩხუთის (1945-46), წითელწყაროს (1946-47) თეატრებში.1955-58 წლებში იყო რუსთავის საქალაქო კულტურის სახლის დრამკოლექტივის რეჟისორი. 1940 წლიდან პარალელურად თანამშრომლობდა კ/ს ქართულ ფილმში. საქართველოს დამსახურებული არტისტი(1967).


ფილმოგრაფია

გადაღებულია ფილმებში:
1. ჰობოი - (1977)
2. Комедия ошибок (Ru, 1977)
3. ტარიელ გოლუა - (1968)
4. ლონდრე - (1966)
5. მაია წყნეთელი - (1959)
6. მაიაკოვსკი იწყებოდა ასე ... - (1958)
7. ფატიმა - (1958)
8. მაგდანას ლურჯა - (1955)
9. ქაჯანა (კიკოლა–ქაჯანას მამა) - (1941)
10. კოლხეთის ჩირაღდნები - (1940)
11. ჟუჟუნას მზითევი (ონისე) - (1934)





შეტყობინებები არ არის!




.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.