მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!



მიხეილ მგელაძე
მიხეილ მგელაძე
20.07.1906 - ..1974

ამ გვერდს გაეცნო 6331 სტუმარი
ბიოგრაფია

დაიბადა ოზურგეთში 1906 წლის 20 ივლისს. 1924 წ. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა რაიონულ თეატრში. 1925 წ. მუშაობს კინოსტუდიაში. 1926 წ. სწავლას განაგრძობს დ. კობახიძის ხელმძღვანელობით არსებულ მუშათა კულტურის სტუდიაში, ხოლო 1927–30 წ.წ. კი რუსთაველის თეატრის სტუდიაში. სხვადასხვა წლებში მუშაობდა სოხუმის (1930–31), ზუგდიდის (1931-32), ქუთაისის (1932–33) თეატრებში. 1934 წლიდან გარდაცვალებამდე მოღვაწეობდა მარჯანიშვილის თეატრში. 1961 წელს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული არტისტის წოდება.


ფილმოგრაფია

გადაღებულია ფილმებში:
1. ხევისბერი გოჩა (ნუგზარ ერისთავის მხლებელი) - (1964)
2. თოჯინები იცინიან (პროფესორი) - (1962)
3. გლახის ნაამბობი (ყარაჩოხელი) - (1961)
4. დღე უკანასკნელი, დღე პირველი (პროფესორი) - (1959)
5. მაიაკოვსკი იწყებოდა ასე ... (ბალანჩივაძე, გიმნაზიის მასწავლებელი) - (1958)
6. მამლუქი (ვეზირი) - (1958)
7. ოთარაანთ ქვრივი (ადვოკატი) - (1957)
8. მე ვიტყვი სიმართლეს (აგენტი) - (1957)
9. ბაში-აჩუკი (სიმონ მაყაშვილი) - (1956)
10. აბეზარა - (1956)
11. ეთერის სიმღერა (ყარაჩოხელი) - (1956)
12. ქეთო და კოტე (ყარაჩოხელი) - (1948)
13. დავით გურამიშვილი (პოეტი ჯავახიშვილი) - (1946)
14. ქალიშვილი გაღმიდან (სანდრო) - (1940)
15. ჯანყი გურიაში - (1928)
16. ვინ არის დამნაშავე ? - (1925)






შეტყობინებები არ არის!






.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.