მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!



კახა ბაკურაძე
კახა ბაკურაძე
02.03.1966

ამ გვერდს გაეცნო 4120 სტუმარი
ბიოგრაფია

დაიბადა 1966 წლის 2 მარტს, ქ. თბილისში. 1987 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი (პედაგოგები: ამირან შალიკაშვილი, ლილი იოსელიანი). 2002 წელს ამავე ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი (პედაგოგი გიგა ლორთქიფანიძე). 1996 წელს მარსელ მარსოს მიმოდრამის აკადემია, პარიზი (საფრანგეთი), 1997 წელს პინა ბაუშის საცეკვაო სტუდია, შტუდგარტი (გერმანია). 1983-1991 წლებში მუშაობდა პანტომიმის სახელმწიფო თეატრში მსახიობად.1991-2000 წლებში მიმოდრამის თეატრში (გერმანია) დამაარსებელი, მსახიობი. 2001 წელს დაარსა "კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრი", დღემდე არის მისი მსახიობი, რეჟისორი, ქორეოგრაფი, მხატვარი, სცენოგარფი, კონსტრუქტორი. ასევე დამფუძნებელია შპს "მოძრაობის თეატრის ივენთები"-ს (2007).


ფილმოგრაფია

გადაღებულია ფილმებში:
1. ტრაქტორი - (2013)
2. გამომგონებელი კაცი - (2012)
3. თამაში - (1990)
4. ზმანებანი აღლუმებს შორის - (1989)





შეტყობინებები არ არის!






.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.