მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!



ოთარ (I) ლითანიშვილი
ოთარ (I) ლითანიშვილი
15.02.1923 - 26.09.2003

ამ გვერდს გაეცნო 2627 სტუმარი
ბიოგრაფია

დაიბადა 1923 წლის 15 თებერვალს, ქ. თბილისში. 1941-1944 წლებში მონაწილეობდა სსრკ-გერმანიის ომში. 1949 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი. 1955-57 წლებში იყო სოხუმის მთავარი არქიტექტორი. 1957 წლიდან თბილისის მთავარი მხატვარი. 1989 წლიდან ხელმძღვანელობდა თბილისის დიზაინისა და კეთილმოწყობის სამმართველოს. 1992-93 წელბში იყო ქ. თბილისის მერი. 1993 წლიდან საქართველოს პარლამენტის დეპუტატი (1994 წელს ავადმყოფობის გამო საკუთარი განცხადებით მოიხსნა უფლებამოსილება). საქართველოს სახალხო მხატვარი (1980). საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1968). დაჯილდოებული იყო სახელმწიფო ჯილდოებით, III ხარისხის ვახტანგ გორგასლის ორდენით (1998) და ღირსების ორდენით (1998).


ფილმოგრაფია

დამდგმელი მხატვარია ფილმის:
1. უდიპლომო სასიძო (1961)

გადაღებულია ფილმში:
1. ცხელი ზაფხულის სამი დღე (ერეკლე) - (1981)





შეტყობინებები არ არის!






.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.