მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!



კარლო ღლონტი
კარლო ღლონტი
13.06.1928


საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი
ამ გვერდს გაეცნო 3932 სტუმარი
ბიოგრაფია

დაიბადა 1928 წლის 13 ივნისს თბილისში. 1952 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო, ხოლო 1957 წელს – სარეჟისორო ფაკულტეტი. 1957 წელს მუშაობა დაიწყო შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში რეჟისორის ასისტენტად. პარალელურად მუშაობდა კულტსაგანმანათლებლო სასწავლებელში მსახიობის ოსტატობისა და რეჟისურის ხელოვნების პედაგოგად. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1967).


ფილმოგრაფია

დამდგმელი რეჟისორია ფილმების:
1. ფრაგმენტები ტაო-კლარჯეთის ისტორიიდან (2006) - დოკუმენტური
2. სინას მთა (1990) - დოკუმენტური
3. მინდვრის ყვავილი (1974)
4. მყუდრო სავანე (1971)
5. უსახელო უფლისციხელი (1968)

სცენარის ავტორია ფილმების:
1. ფრაგმენტები ტაო-კლარჯეთის ისტორიიდან (2006) - დოკუმენტური
2. სინას მთა (1990) - დოკუმენტური
3. მინდვრის ყვავილი (1974)
4. უსახელო უფლისციხელი (1968)

გადაღებულია ფილმებში:
1. ხუთი ვარიაცია - (2006)
2. ვარიაცია "ოტელოს" თემაზე - (2003)
3. დღე - (1993)
4. ოქროს ობობა (ბჟალავა) - (1992)
5. თოვლის ბაბუა (უფროსი) - (1986)
6. ზღვის შვილები - (1964)
7. კეთილი ადამიანები - (1961)
8. ყვავილი თოვლზე - (1959)






შეტყობინებები არ არის!






.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.