მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!



დიმიტრი ყიფიანი
დიმიტრი ყიფიანი
03.01.1900

ამ გვერდს გაეცნო 11522 სტუმარი
ბიოგრაფია

დაიბადა 1900 წლის 3 იანვარს სოფელ ტეზერში (ბორჯომი), პირველი მსოფლიო ომის დროს სრულებით ახალგაზრდა ცოტა ხანს იყო კავკასიელი თავადაზნაურობისაგან შემდგარ ცხენოსანთა (კავალერია) დივიზიაში. 1924 წელს რეჟისორი ივანე პერესტიანი იღებდა გიორგი წერეთლის "პირველი ნაბიჯის" მიხედვით ფილმს სახელად "სამი სიცოცხლე" და ეძებდა პერსონაჟს ერემია წარბას როლისათვის და თბილისის ცირკში ერთ-ერთი წარმოდგენის დროს სრულებით შემთხვევით მაყურებლებში შეამჩნია (ჩოხა-ახალუხში გამოწყობილი) დიმიტრი ყიფიანი და შესთავაზა დასახელებული პერსონაჟის განსახიერება, აქედან დაიწყო მისი სამსახიობო შემოქმედება. საქართველოს დამსახურებული არტისტი (1967).


ფილმოგრაფია

გადაღებულია ფილმებში:
1. სინემა - (1977)
2. დიდოსტატის მარჯვენა (მონადირეთუხუცესი) - (1970)
3. ვედრება (თავადი ) - (1967)
4. რაც გინახავს, ვეღარ ნახავ (თავადი) - (1965)
5. ბოდიში, თქვენ გელით სიკვდილი - (1965)
6. გენერალი და ზიზილები (ოფიცერი) - (1963)
7. გლახის ნაამბობი (ყარაჩოხელი) - (1961)
8. Кёр-оглы (Az, 1960)
9. მაია წყნეთელი (ხანი) - (1959)
10. მაიაკოვსკი იწყებოდა ასე ... (თავადი) - (1958)
11. დიადი განთიადი - (1938)
12. ნამდვილი კავკასიელი (კინომსახიობი) - (1931)
13. შეხვედრა (ეფენდიევი) - (1930)
14. გიული (ფარი–გიულის მეგობარი) - (1927)
15. ორი ცელქი - (1927)
16. ნათელა (თავადი ჩიჩუა) - (1926)
17. ხანუმა (კინტო) - (1926)
18. ვინ არის დამნაშავე ? (ბესია–სიკოს მეზობელი) - (1925)
19. ტარიელ მკლავაძის მკვლელობის საქმე - (1925)
20. ათასის ფასად ("დაჰკრა ჟამმა") - (1925)
21. წარსულის საშინელებანი - (1925)
22. სამი სიცოცხლე (იერემია წარბა) - (1924)
23. დაკარგული საუნჯე (მეფის არმიის დამცველი) - (1924)


 
 
 
 
 
 




შეტყობინებები არ არის!




.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.