მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!



თენგიზ ლომიძე
თენგიზ ლომიძე
03.01.1924 - 30.12.2000

ამ გვერდს გაეცნო 4937 სტუმარი
ბიოგრაფია

დაიბადა ქ. თბილისში 1924 წლის 3 იანვარს. 1941–43 წ.წ. სწავლობდა სამხედრო–საფრენოსნო სასწავლებელში. 1941–45 წ.წ. დიდი სამამულო ომის მონაწილეა. 1954 წლამდე იმყოფებოდა სამხედრო სამსახურში. 1954–57 წ.წ. მუშაობდა კ/ს "ქართული ფილმის" ქრონიკის სექტორში კინოოპერატორის ასისტენტად, 1957–68 წ.წ. – საქართველოს ტელევიზიაში კინოოპერატორად, ხოლო 1968 წლიდან გარდაცვალებამდე – კომპანია "ქართულ ტელეფილმში" კინოოპერატორად. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1977), "წითელი ვარსკვლავის" ორდენის კავალერი.


ფილმოგრაფია

დამდგმელი ოპერატორია ფილმების:
1. აბა იო და აბა ჰეი (ტრიბუნების ოთხი მხარე) (1988) - დოკუმენტური
2. სამი ამბავი ტელეფონით (1984)
3. მომღერალი თიხა (1975) - დოკუმენტური
4. მიხეილ ხერგიანი (1972) - დოკუმენტური
5. საქართველოს გზებით (1969) - დოკუმენტური
6. ქერათმიანი ქალიშვილი (1968)
7. ციმბირის პაპა (1968) - დოკუმენტური
8. მხოლოდ 17 კილომეტრი (1964)
9. პიპინაშვილი (1963) - დოკუმენტური
10. ქალიშვილი და მზე (1962)
11. მღერის ბორჯომის ნაძვი (1961)
12. ირმის ნახტომი (1960) - დოკუმენტური
13. დედის ხელი (1959)
14. თბილისის ბოტანიკური ბაღი (1957) - დოკუმენტური





შეტყობინებები არ არის!






.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.