მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!



თეიმურაზ მურვანიძე
თეიმურაზ მურვანიძე
10.05.1939

ამ გვერდს გაეცნო 5146 სტუმარი
ბიოგრაფია

დაიბადა თბილისში 1939 წლის 10 მაისს. 1965 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი, თეატრალურ-დეკორატიული სახელოსნო. 1988-92 წლებში იყო პეტერბურგის მარინის თეატრის მთვარი მხატვარი, 1998 წლიდან საერთაშორისო ასოციაცია "აბრეშუმის გზის” მთავრი მხატვარია, ამავე წლიდან პეტერბურგის კონსერვატორიის დოცენტია. მისი ნამუშევრები დაცულია საქართველოს ეროვნულ გალერეაში, მოსკოვის ბახრუშინის თეატრ-მუზეუმში, ნიუ-იორკის "მეტროპოლოტენ-ოპერაში”, პეტერბურგის მარინის თეატრსა და თეატრალურ მუზეუმში, მ. ბეჟარის, რ. რეიგანის, ე. კენედის, საფრანგეთის, მონტეკარლოს, აშშ-ს კერძო კოლექციებში. არის ხმელთაშუა ზღვის საერთაშორისო თეატრალური საზოგადოების გამგეობის წევრი (1971). საქართველოს, პოლონეთის, რუსეთის მხატვართა, საქართველოს თეატრალურ მოღვაწეთა კავშირების წევრი.
საქართველოს სახალხო მხატვრი (1985). ღირსების ორდენის კავალერი (1999). თბილისის საპატიო მოქალაქე (2003). საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1987).


ფილმოგრაფია

დამდგმელი მხატვარია ფილმების:
1. მწირი (1976)
2. ბომბორა სწავლას იწყებს (1973) - ანიმაციური

გადაღებულია ფილმში:
1. მოცურავე (ტომეს ვინსტონი) - (1981)


 
 
 




შეტყობინებები არ არის!






.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.