მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!



ლევან ადამია
ლევან ადამია
30.10.1972

ამ გვერდს გაეცნო 2843 სტუმარი
ბიოგრაფია

დაიბადა 1972 წლის 30 ოქტომბერს თბილისში. სწავლობდა იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში. 1991–1994 წლებში სწავლობდა სამხატვრო აკადემიის კინო–ტელე მხატვრობის ფაკულტეტზე (დიმიტრი თაყაიშვილის სახელოსნო). 1994–1997 წლებში ედინბურგის ხელოვნების კოლეჯის კინო და ტელევიზიის ფაკულტეტზე. არის ხელოვნების ბაკალავრი. 1998 წლიდან ამზადებს დოკუმენტურ ფილმებს და გადაცემებს სხვადასხვა ტელევიზიისთვის. 2002 წელს ფილმისათვის "ბავშვები გისოსებს მიღმა" მიენიჭა ამერიკის კინოაკადემიის ჯილდო – ემი (EMMY).


ფილმოგრაფია

დამდგმელი რეჟისორია ფილმების:
1. მე პატარა ქართველი ვარ (2013) - დოკუმენტური
2. საქართველოს სიმებიანი კვარტეტი (2011) - დოკუმენტური
3. ტურის დღე (2010) - დოკუმენტური
4. ხევსურთა საქმე (2009) - დოკუმენტური
5. ილია ჭავჭავაძის მკვლელობის ქრონიკა (2007) - დოკუმენტური
6. კომენდანტის საათი (2006)

სცენარის ავტორია ფილმის:
1. კომენდანტის საათი (2006)

პროდიუსერია ფილმების:
1. მე პატარა ქართველი ვარ (2013) - დოკუმენტური
2. საქართველოს სიმებიანი კვარტეტი (2011) - დოკუმენტური
3. კომენდანტის საათი (2006)

დამდგმელი მხატვარია ფილმების:
1. სისხლიანი სცენარი (1996)
2. ვერნისაჟი (1995)
3. დაბადების დღე (1994)

მემონტაჟეა ფილმის:
1. კომენდანტის საათი (2006)





შეტყობინებები არ არის!






.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.