მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!



იოსებ (სოსო) ბარდანაშვილი
იოსებ (სოსო) ბარდანაშვილი
23.11.1948

ამ გვერდს გაეცნო 7940 სტუმარი
ბიოგრაფია

დაიბადა 1948 წლის 23 ნოემბერს, ქ. ბათუმში აჭარაში ცნობილი მხატვრის, იუზა ბარდანაშვილის ოჯახში. 1973 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის კომპოზიციის კლასი (პედაგოგი ა. შავერზაშვილი). იმავე წელს ჩაირიცხა ასპირანტურაში. მუშაობდა პედაგოგად ბათუმის ზ. ფალიაშვილის სახ. მუსიკალურ სასწავლებელში. 1986-91 წლებში იყო ბათუმის სამუსიკო სასწავლებლის დირექტორი, 1991-93 წლებში აჭარის მუსიკალური საზოგადოების სამხატვრო ხელმძღვანელი, 1993-94 წლებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრის მოადგილე. 1995 წელს საცხოვრებლად გადავიდა ისრაელში, განაგრძობს პედაგოგიურ მოღვაწეობას თელ-ავივისა და იერუსალიმის მუსიკალურ აკადემიებში. სხვადასხვა დროს იგი იყო ისრაელის წამყვანი სიმფონიური ორკესტრების მიწვეული კომპოზიტორი. თელ-ავივის თანამედროვე მუსიკის საერთაშორისო ბიენალეს მუსიკალური ხელმძღვანელი (2002-2006 წწ.) იყო ისრაელის კულტურის სამინისტროსთან მოქმედი საზოგადოებრივი საბჭოს წევრი(1999-2010 წწ.). 2010 წლიდან არის იერუსალიმის კამერატას მოწვეული კომპოზიტორი. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, ზაქარია ფალიაშვილის სახ. პრემიის ლაურეატი, ისრაელის პრემიერ მინისტრის პრიზის ორგზის მფლობელი, ისრაელის საავტორო უფლებათა სააგენტოს, ისრაელის თეატრალური ოსკარისა და სხვა მნიშვნელოვანი პრიზების მრავალგზის მფლობელი. საქართველოს საპატიო მოქალაქე (2005), საპატიო ბათუმელი (2012). მისი ნაწარმოებები სრულდება მსოფლიოს მრავალ ქვეყნაში ცნობილი მუსიკალური კოლექტივებისა და შემსრულებლების მიერ.






შეტყობინებები არ არის!






.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.