მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!



ჯანსუღ კახიძე
ჯანსუღ კახიძე
26.05.1936 - 07.03.2002


საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი
ამ გვერდს გაეცნო 9091 სტუმარი
ბიოგრაფია

დაიბადა სოფ. ობჩაში (მაიაკოვსკის რ–ნი) 1936 წლის 26 მაისს. 1963 წელს დაამთავრა ვ.სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიის საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტი, სპეციალობით სიმფონიური ორკესტრის დირიჟორი (ო.დიმიტრიადის კლ) და სწავლა განაგრძო მოსკოვში ცნობილ ფრანგ დირიჟორთან იგორ მარკევიჩთან. 1955-57 წლებში იგი იყო საქართველოს სახელმწიფო კაპელის დირიჟორი; მოგვიანებით კი  მისი სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი (1957-62 წწ). სხვადასხვა წლებში ჯ.კახიძე იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დირიჟორი (1962-71 წწ), მთავარი დირიჟორი (1965-68 წწ) და სამხატვრო ხელმძღვანელი (1982-2002 წწ). 1971-73 წლებში მუშაობდა ქ. ლოძისა და ვარშავის (პოლონეთი) საოპერო თეატრებში. საქართველოს  და საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1985), საქართველოს სახელმწიფო და შ. რუსთაველის სახელობის პრემიების ლაურეატი. 1995 წელს მას გადაეცა თბილისის მერიის სპეციალური პრიზი კულტურის დარგში განსაკუთრებული მიღწევებისათვის. 1996 წელს იგი გახდა საქართველოს ღირსების ორდენის კავალერი. იგი ქალაქ ლოძის (პოლონეთი) საპატიო მოქალაქეა. მისი სადირიჟორო ჯოხი დაცულია იტალიის ქალაქ ბუსეტოს ვერდის მუზეუმში არტურო ტოსკანინის ჯოხთან ერთად. გარდაიცვალა 2002 წლის 7 მარტს.


ფილმოგრაფია

კომპოზიტორია ფილმების:
1. აჭარა (2001) - დოკუმენტური
2. იავნანა (1994)
3. ექსპრეს-ინფორმაცია (1993)
4. ახალი არკადია (1986)
5. ამბავი სურამის ციხისა (1984)
6. გმადლობთ რატილი (1983)
7. ყველა კომეტა როდი ქრება (1982)
8. სიბრძნის კარავი (1982)
9. გამოაღეთ ფანჯრები (1981)
10. ყოჩაღად, პაპებო ! (1981)
11. თბილისი, პარიზი, თბილისი (1980)
12. კარიერი (1979)
13. ელოდეთ მოკავშირეს (1979)
14. ყვარყვარე (1978)
15. დათა თუთაშხია (1978)
16. კაცუნები (1978) - ანიმაციური
17. სამანიშვილის დედინაცვალი (1977)
18. რაჭა ჩემო სიყვარულო (1977)
19. გასეირნება თბილისში (ნამდვილი თბილისელი და სხვები) (1976)
20. პირველი მერცხალი (1975)
21. სამი მანეთი (1975)
22. თერმომეტრი (1975)
23. შაბათ საღამოს (1975)
24. ნიძლავი (1975)
25. ივანიკა და სიმონიკა (1975)
26. აკაციის ყვავილობა (1974)
27. რანინა (1974) - ანიმაციური
28. შერეკილები (1973)

გადაღებულია ფილმში:
1. იყო შაშვი მგალობელი - (1970)





შეტყობინებები არ არის!






.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.