მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!



ზაქარია ფალიაშვილი
ზაქარია ფალიაშვილი
16.08.1871 - 06.10.1933

ამ გვერდს გაეცნო 7596 სტუმარი
ბიოგრაფია

კომპოზიტორი, დაიბადა ქუთაისში 1871 წლის 16 აგვისტოს. პირველდაწყებითი განათლება ქუთაისის კათოლიკეთა ეკლესიასთან არსებულ სამრევლო სკოლაში მიიღო.შემდგომში იგი მღეროდა ლადო აღნიაშვილის გუნდში და ორღანისტად მუშაობდა კათოლიკურ ეკლესიაში. 1891 წელს ზაქარია ფალიაშვილი შევიდა თბილისის სამუსიკო სასწავლებელში, მისი დასრულების შემდეგ კი სწავლა განაგრძო მოსკოვის კონსერვატორიაში. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მუშაობა დაიწყო სიმღერის მასწავლებლად. ამავე დროს კრებდა, იწერდა და ამუშავებდა ქართულ ხალხურ სიმღერებს, ქმნიდა რომანსებს. ამავე პერიოდში გამოსცა 40 ქართული ხალხური სიმღერის კრებული. 1909 წელს ზაქარია ფალიაშვილმა მუშაობა დაიწყო ოპერაზე „აბესალომ და ეთერი“. წერა დასასრულს უახლოვდებოდა, როცა ფალიაშვილების ოჯახს დიდი ტრაგედია დაატყდა. ტრაგიკულად დაეღუპა ერთადერთი შვილი, რამაც მასზე ძალიან იმოქმედა.ეს ოპერა მან თავისი შვილის ხსოვნას მიუძღვნა.პრემიერა თბილისის საოპერო თეატრში შედგა 1919 წლის 21 თებერვალს. 1921 წლიდან ზაქარია ფალიაშვილი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორია. 1921-1923 წლებში დაიწერა ოპერა „დაისი“, რომელიც კოტე მარჯანიშვილმა დადგა.1925 წლის 12 აპრილს, ზაქარია ფალიაშვილის სამუსიკო მოღვაწეობის 30-ე წლისთავზე მას სახალხო არტისტის პრემია მიენიჭა. 1933 წლის 6 ოქტომბერს დიდიხნის ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. დაკრძალულია თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ბაღში.


ფილმოგრაფია

კომპოზიტორია ფილმების:
1. დაისი (1971)
2. აბესალომ და ეთერი (1966)
3. ეთერის სიმღერა (1956)
4. ჯურღაის ფარი (1944)





შეტყობინებები არ არის!






.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.