მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


სიბრძნე სიცრუისა (1991)
ამ გვერდს გაეცნო 11951 სტუმარი
სატელევიზიო მხატვრული ფილმი, 10 ნაწილი, 2517 მეტრი (92 წთ.)
სს "ქართული ფილმი", სტუდია "დრო" 

დამდგმელი რეჟისორი: ნანა ხატისკაცი
სცენარის ავტორი: ნანა ხატისკაცი
დამდგმელი ოპერატორი: დავით მეფარიშვილი
დამდგმელი მხატვარი: გენო ცაავა
ხმის რეჟისორები/ოპერატორები: გარი კუნცევი, თენგიზ თოდაძე
მემონტაჟე: სოფიო მაჩაიძე
მონაწილეობენ: ზურაბ მაღალაშვილი (უფლისწული, დიდი პაპა, მეფე), ბონდო გოგინავა (ქილაერბოიანი გლეხი, უფროსი ძმა, ყრუ), გივი ჭიჭინაძე (ბრმა, გზირი, ვაჭარი, მსაჯული), გიორგი თურქიშვილი (მათხოვარი, ვაჭარი, ძაღლი, ყრუ), გია აბესალაშვილი (უმცროსი ძმა, მგელი, ყრუ, აქლემი, ვაჭარი), პაატა მოისწრაფიშვილი (ღამის გუშაგი, ყრუ, დურგალი, მამალი), გენო ცაავა (მოგზაური), ია ფარულავა (დედოფალი, მოცინარი გოგონა), მანანა მენაბდე (დიდი დედა), მარი (მარინა) ჯანაშია (მელა), ბაია (ბარბარე) დვალიშვილი (წერო), ეკა ქუთათელაძე (მთხრობელი ქალი, მოგზაური), კახი კავსაძე (ძროხისკუდიანი გლეხი), ლელა ალიბეგაშვილი (მოცეკვავე გოგონა, თხა), ნინო არსენიშვილი (მოტირალი გოგონა), თამუნა კახიძე (და), ირინა კახიძე (და), გიორგი გეგეჭკორი (მოტირალი-მოცინარი, ორი პურით მემასპინძლე, მცველი), ედიშერ მაღალაშვილი (მოტირალი-მოცინარი, ორი პურით მემასპინძლე, მცველი), ჟანრი ლოლაშვილი (ყადი), დიმიტრი (დიმა) ხვთისიაშვილი

გადაღებულია სულხან საბა ორბელიანის იგავარაკების მოტივების მიხედვით.
 

ფილოსოფიური იგავი ბედნიერი ადამიანის მძებნელი უფლისწულის შესახებ, რომელმაც ბევრი იმოგზაურა, მაგრამ ცისქვეშეთში უზრუნველი ვერავინ ნახა. უფლისწული ეზიარა ჭეშმარიტებას, რომ ყოველი ადამიანი მარადიული მოგზაურია და პიროვნებად ცხოვრების ავ-კარგის შეცნობაში ყალიბდება.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.