მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


დღესასწაული (1988)
ამ გვერდს გაეცნო 6283 სტუმარი
მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, 2 ნაწილი, 547 მეტრი (20 წთ.)
სს "ქართული ფილმი", შემოქმედებითი გაერთიანება "დებიუტი" 

დამდგმელი რეჟისორი: გივი (ბესო) ოდიშარია
სცენარის ავტორი: გივი (ბესო) ოდიშარია
დამდგმელი ოპერატორი: დავით მეფარიშვილი
დამდგმელი მხატვარი: გულნარა ქურდიანი
კომპოზიტორი: თეიმურაზ ბაკურაძე
ხმის რეჟისორი/ოპერატორი: მადონა თევზაძე
მონაწილეობენ: ლადო ჩაკვეტაძე, ხათუნა იოსელიანი, ნანა ჯანელიძე, დავით ჩუბინიშვილი, ზაქარია (შაქრო) ჯორჯაძე
 

მოზარდი ბიჭი საზეიმოდ მორთულ ხმაურიან ქუჩაში უცნობ, მანამდე უნახავ მამასთან შესახვედრად მიდის. ქვეყანა მორიგ საბჭოთა დღესასწაულს აღნიშნავს. ბიჭის ფსიქიკაში გარდატეხა ხდება - მოულოდნელად ის აცნობიერებს, რომ დღესასწაულის პომპეზურობა, ხალხის აღფრთოვანება ტყუილზეა დაფუძნებული, მთელი ქვეყანა ყალბი თავმოწონებით ცხოვრობს.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.