მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


პლიაჟის ავაზაკი (1987)
ამ გვერდს გაეცნო 11435 სტუმარი
სატელევიზიო მხატვრული ფილმი, კრიმინალური, 7 ნაწილი, 1874 მეტრი (68 წთ.)
სს "ქართული ფილმი" 
ნახეთ

დამდგმელი რეჟისორი: ნანა მჭედლიძე
სცენარის ავტორი: სულიკო ჟღენტი
დამდგმელი ოპერატორი: გიორგი ჭელიძე
დამდგმელი მხატვარი: მალხაზ დეკანოიძე
ხმის რეჟისორი/ოპერატორი: ვლადიმერ დოლიძე
მემონტაჟე: ჯულიეტა ბეზუაშვილი
მონაწილეობენ: გრიგოლ წიტაიშვილი (ბიკენტი), დარეჯან სუმბათაშვილი (მზეხა), ბაადურ წულაძე (ფოტოგრაფი), ბონდო გოგინავა, გიზო სიხარულიძე, ჯუმბერ ძიძავა, პავლე ნოზაძე, ვაჟა ფირცხალაიშვილი, გრიგოლ ნაცვლიშვილი, დავით (II) ერისთავი, კახა თავართქილაძე, ნონა მაღალაშვილი, რევაზ ნიკოლაიშვილი, კლარა გოგიშვილი, ვლადიმერ ბრეგვაძე, ზ. დესპოტაშვილი, აბესალომ ლორია, ი. კარგარეთელი, რ. ერისთავი, ციცინო ედიბერიძე, გ. კინწურაშვილი, ეკატერინე მჭედლიძე, ვახტანგ ახალაძე
 

მარტოხელა, ღატაკი ბიკენტი უპატრონო ძაღლს, "პლაჟის ავაზაკს" დაიმეგობრებს. ამ დღიდან მისი ცხოვრება შეიცვლება. ძაღლი პლაჟზე მყოფ დამსვენებლებს სხვადასხვა ნივთებს და ფულს პარავს და ბიკენტისთან მიარბენინებს. ბიკენტი შვილიან ქალს, მზეხას გაიცნობს. მზეხა ბიკენტის შემოსავლის წყაროს დაადგენს და მასზე გულს აიყრის. უზნეობას ძაღლიც იგრძნობს და პატრონს მიატოვებს. "შემოსავლის" გარეშე დარჩენილ ბიკენტის მევალეები ყველაფერს წაართმევენ. იგი კვლავ ღატაკ მარტოხელად გადაიქცევა.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.