მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


დედუნა (1985)
ამ გვერდს გაეცნო 9828 სტუმარი
მხატვრული ფილმი, 7 ნაწილი, 1779 მეტრი (64 წთ.)
სს "ქართული ფილმი" 
კინოპროდუქციის დაცვის და განვითარების ასოციაციის მოთხოვნით
შეჩერებულია ფილმის ჩვენება

დამდგმელი რეჟისორი: დავით ჯანელიძე
სცენარის ავტორი: რევაზ ინანიშვილი
დამდგმელი ოპერატორი: ლერი მაჩაიძე
დამდგმელი მხატვრები: შოთა გოგოლაშვილი, მალხაზ დეკანოიძე
კომპოზიტორი: იაკობ ბობოხიძე
ხმის რეჟისორი/ოპერატორი: იმერი მანჯგალაძე
მემონტაჟეები: სოფიო მაჩაიძე, თამარ ნაფეტვარიძე
მონაწილეობენ: მარეხი ლიქოკელი, ბესიკ ოდოშაშვილი, ლეო (ლევან) ფილფანი, ზაქარია (ზაზა) კოლელიშვილი, თამარ სხირტლაძე, ირინა გუდაძე

ფილმში გამოყენებულია ფრანც პეტერ შუბერტის მუსიკა
 

დედით ობოლი დედუნა, პატარა დიასახლისი, დაცარიელებულ სოფელში მამასთან ერთად ცხოვრობს. დედის კაბებს იცვამს და გზას გასცქერის, თითქოს ვიღაცას ელის. ერთხელ მამა ღამის გასათევად ობოლ ბიჭს მოიყვანს, რომელიც ინტერნატიდან პაპისა და დიდედის სანახავად წამოსულა. ბიჭი მეორე დილით გზას გააგრძელებს, დედუნას კი ფიქრი უჩნდება, თითქოს ამიერიდან მასაც ჰყავს გულშემატკივარი ძმა, რომელიც გაჭირვების დროს მის გვერდით გაჩნდება.

ფესტივალები და პრიზები:
  • გრან-პრი, მანჰეიმის (გფრ) საერთაშორისო კინოფესტივალი (1986).

  • გრან-პრი "ოქროს ანტიგონე", მონპელიეს (საფრანგეთი) საერთაშორისო კინოფესტივალი (1992).

  •  
    

    .

    Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.