მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


ბანდიტი აგურის ქარხნიდან (1983)
ამ გვერდს გაეცნო 16375 სტუმარი
მხატვრული ფილმი, სათავგადასავლო/ლირიული კომედია, 9 ნაწილი, 2530 მეტრი (91 წთ.)
სს "ქართული ფილმი" 

დამდგმელი რეჟისორი: გიორგი (გია) მატარაძე
სცენარის ავტორები: ლევან ჭელიძე, გიორგი (გია) მატარაძე
დამდგმელი ოპერატორი: ნიკოლოზ სუხიშვილი
დამდგმელი მხატვარი: ჯემალ მირზაშვილი
კომპოზიტორი: ვახტანგ კახიძე
ხმის რეჟისორი/ოპერატორი: მადონა თევზაძე
მემონტაჟე: გულნარა (გულიკო) ომიაძე
მონაწილეობენ: გია გამყრელიძე-ძნელაძე (ფხინკო), ზაქარია (ზაზა) კოლელიშვილი (ჯანო), მარინა კახიანი (თინა), ია ვახტანგიშვილი (დარეჯანი), გურამ ღოღობერიძე (ძია ჟორა), კახი კავსაძე (ქარხნის დირექტორი), ზურაბ ქაფიანიძე (გოგია ინსპექტორი), ალექსანდრე ტურიაშვილი (ზემდეგი მიტო), იოსებ (სოსო) ლაღიძე (გაიოზი ლეიტენანტი), ბაია (ბარბარე) დვალიშვილი (ქეთი სართანია), ქეთევან აბულაძე (მირიანის ცოლი), ვანო გოგიტიძე (მირიანი ფეხბურთელი), დავით პაპუაშვილი (ლოჩიაშვილი), მარინე თბილელი (ფხინკოს დედა), ტრისტან სარალიძე (გაბო მძღოლი), რუსლან მიქაბერიძე (გარსევან ჭკადუა), ნათია გოგოჭური (სვანი ქალი), ჯემალ ღაღანიძე, გივი (გურამ) ფირცხალავა, იოსებ (სოსო) ჯაჭვლიანი, დავით უფლისაშვილი, გიორგი (გია) ბურჯანაძე, ოთარ ოთარაშვილი, ზურაბ რცხილაძე, ნათია კავსაძე, ვ. მატარაძე, დავით ჩხიკვაძე, ნოდარ გელაშვილი, ჯემალ ნიორაძე, დალი მაცაბერიძე, ბერდია ინწკირველი, ოთარ ზაუტაშვილი, ნათია მთვარელაშვილი, ხ. არაბული, გიორგი სულხანიშვილი, ნ. ბექაური, ლევან ჭელიძე, ვალერი შატაკიშვილი, გივი ჩუგუაშვილი, გიგა ჯაფარიძე, ნ. კვიციანი

მეორე სახელია "თუ გირტყამენ – გაიქეცი"
 

სატვირთო მანქანით მიმავალი ვაჟა, იგივე ფხინკო, გზად მოჩხუბრებს გადაეყრება. ნაცემ ახალგაზრდას თავდამსხმელებისგან იხსნის, სოფელში ჩაიყვანს და სამუშაოდ აგურის ქარხანაში მოაწყობს. მალე ჯანო ქარხნიდან აგურს მოიპარავს და მიიმალება. ფხინკო მის არაერთ სხვა თაღლითობასაც შეიტყობს. ჯანოს კვალის ძებნაში ვაჟა ობოლ გოგონას გაიცნობს, ცოლობას შესთავაზებს და თბილისში შეხვედრაზე დაითანხმებს. ფხინკო ჯანოს ნამდვილ ვინაობას დაადგენს, კახეთში ჩააკითხავს და გალახავს. ჯანო-რობერტის ცემისთვის დაპატიმრებული ფხინკო მილიციის თანამშრომლებს სთხოვს, მცირე ხნით თბილისში გაუშვან. მილიციელები, რომლებმაც კარგად იციან თაღლითი რობერტის საქმეები, ფხინკოს თბილისში პაემანის ადგილას ჩაიყვანენ და საცოლესთან შეხვედრის საშუალებას მისცემენ.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.