მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


დღეს ღამე უთენებია (1983)
ამ გვერდს გაეცნო 14151 სტუმარი
მხატვრული ფილმი, 2 სერია, 15 ნაწილი, 2875 მეტრი (104 წთ.)
სს "ქართული ფილმი" 

დამდგმელი რეჟისორი: ლანა ღოღობერიძე
სცენარის ავტორები: ზაირა არსენიშვილი, ლანა ღოღობერიძე
დამდგმელი ოპერატორი: ნუგზარ ერქომაიშვილი
დამდგმელი მხატვარი: გიორგი (გოგი) მიქელაძე
კომპოზიტორი: გია ყანჩელი
ხმის რეჟისორი/ოპერატორი: ზურაბ ნადარაია
მემონტაჟეები: სოფიო მაჩაიძე, ჯულიეტა ბეზუაშვილი, ლუიზა ნიაზიანი
მონაწილეობენ: დარეჯან ხარშილაძე (ახალგაზრდა ევა), თამარ სხირტლაძე (მოხუცი ევა), გივი (გურამ) ფირცხალავა (სპირიდონი), გურანდა გაბუნია (დარეჯანი), ირაკლი ხიზანიშვილი (არჩილი), გურამ ფალავანდიშვილი (გიორგი), ლეო (ლევან) ფილფანი (მაცია), აკაკი ხიდაშელი (მნათე), სოფიკო არსენიშვილი (პატარა დარეჯანი), ნიკა ხაზარაძე (პატარა გიორგი), გრიგოლ (გიგოლა) თალაკვაძე (მიტო), ნათია გოგოჭური (წმინდანი), მანანა მენაბდე, ამირან ამირანაშვილი, რამაზ იოსელიანი, თინათინ მენაბდე, ელენე (ლიკა) ჭავჭავაძე, ეკა ქუთათელაძე (ბატკანა), ლუიზა ნიაზიანი (წმინდანი)
 

ახალგაზრდა ევას საყვარელ საქმროს უკლავენ და მისთვის ცხოვრება თითქოს აზრს კარგავს. ის სპირიდონს მიყვება ცოლად, რომელიც არ უყვარს და მრავალი წლის შემდეგ იგებს, რომ სწორედ სპირდონია მისი საქმროს მკვლელი. ევა ცხოვრების გრძელ გზას გაივლის ახალგაზრდობიდან ღრმა სიბერემდე. მის ბედზე აისახება ამ ეპოქის პოლიტიკური ძვრებიც – რეცვოლუცია, ნეპი, კოლექტივიზაცია.

ფესტივალები და პრიზები:
  • მაყურებლის პრიზი, კანის საერთაშორისო კინოფესტივალი, საფრანგეთი (1982).

  •  
    

    .

    Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.