მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


დიმიტრი II (1982)
ამ გვერდს გაეცნო 14491 სტუმარი
მხატვრული ფილმი, 2 სერია, ისტორიული, 14 ნაწილი, 3721 მეტრი (134 წთ.)
სს "ქართული ფილმი" 
ნახეთ

დამდგმელი რეჟისორი: რამაზ (ბუბა) ხოტივარი
სცენარის ავტორი: რამაზ (ბუბა) ხოტივარი
დამდგმელი ოპერატორები: ჯიმშერ ქრისტესაშვილი, გიორგი (გოგლიკო) გამილაღდიშვილი
დამდგმელი მხატვარი: კახა ქორიძე
კომპოზიტორი: ევსევი (კუკური) ჭოხონელიძე
ხმის რეჟისორი/ოპერატორი: იმერი მანჯგალაძე
მემონტაჟეები: სოფიო მაჩაიძე, ნელი ქრისტესაშვილი, ლალი კოლხიდაშვილი
მონაწილეობენ: ლევან თუთბერიძე (დიმიტრი II), ელგუჯა ბურდული (დავითი), გივი ჩუგუაშვილი (არღუნ ნოინი), გურამ საღარაძე (ბუღა ნოინი), ზაზა მაღალაშვილი (რატი), გიორგი (გია) ბურჯანაძე (გურამი), ოთარ კობერიძე (ტარსაიჭ ორბელი), გივი სარჩიმელიძე (მხატვარი), ივანე საყვარელიძე (სადუნი), კახი კავსაძე (კათალიკოსი), გივი თოხაძე (ბექა ჯაყელი), იმედა კახიანი (ბერი), მურთაზ არაბული (მიქელ), გაგა ალუდაური (ხევისბერი), გია ლეჟავა (კეთროვანი), ლიკა ქავჟარაძე (დედოფალი ნანა), თამარ ლომინაძე (სოლღარი), ინგა გოცირიძე (თამარი), ელენე ფხალაძე (რუსუდანი), ია ღამბაშიძე (ნათელა ჯაყელი), ლევან ყიფიანი (დიმიტრი ბავშვობაში), ბაადურ (ბადრი) ბეგალიშვილი (ქოსა), გივი ჯაჯანიძე (ასისთავი), ედიშერ (დავით) გიორგობიანი (მეფანდურე), ამირან ტაკიძე, მ. გამყრელიძე, იოსებ (სოსო) ჯაჭვლიანი, გია ბადრიძე, შოთა სხირტლაძე, გიორგი ჭიჭინაძე, ირინა ჭიჭინაძე, ნინო ქორიძე, მ. გვასალია, დუდუხანა წეროძე, გიორგი (გოგლიკო) გამილაღდიშვილი, მ. ოთხმოზორია, ვაჟა ქოქრაშვილი
 

მონღოლთა მთავარი არღუნ ნოინი ხარკის შესაწერად მეფე დიმიტრისთან ერთად ქართულ სოფლებს აღწერს. კეთილგანწყობის დასტურად ნოინი მეფის დას, თამარს ითხოვს ცოლად, სანაცვლოდ კი დიმიტრის თავის მცირეწლოვან ასულს, სოლღარს დაუტოვებს მესამე ცოლად. ხარკის გადაუხდელობის გამო ნოინის ჯარი ორმოც სოფელს ააოხრებს. ნოინისადმი მორჩილებისა და მრავალცოლიანობისთვის ხალხი მეფეს წყევლა-კრულვას უთვლის. დიმიტრი ბერად აღკვეცას გადაწყვეტს, მაგრამ აღმზრდელი მას ქვეყნის წინაშე ვალდებულებას შეახსენებს. ურდოდან ამბავი მოდის - ყაენს ნოინი მოუკლავს და მის "ერთგულ" დიმიტრის თავისთან იხმობს. მეფეს ურდოში წასვლას უშლიან, რადგან იქ უეჭველი სიკვდილი ელის. მაგრამ დიმიტრიმ იცის, ყაენს თუ უარს ეტყვის, უდანაშაულო ხალხი დაისჯება. ურდოში ჩასულ დიმიტრის თავს მოკვეთენ.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.