მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


გვჭირდება თუ არა საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი ფეხბურთში? (1989)
ამ გვერდს გაეცნო 5010 სტუმარი
დოკუმენტური ფილმი, 2 ნაწილი (13 წთ.)
საქართველოს სამეცნიერო–პოპულარული და დოკუმენტური ფილმების სტუდია 

დამდგმელი რეჟისორი: ალექსანდრე ჟღენტი
სცენარის ავტორი: ალექსანდრე ჟღენტი
დამდგმელი ოპერატორი: იმედა მაღლაკელიძე
ხმის რეჟისორი/ოპერატორი: გიორგი (გია) აბაშიძე
მემონტაჟე: ელენე მახვილაძე
 

ფილმი შექმნილია გაზეთ "ლელოში" ამავე სათაურით გამოქვეყნებული სტატიის შემდეგ (ავტორი - ფილმის რეჟისორი, ალექსანდრე ჟღენტი), რამაც უდიდესი გამოხმაურება გამოიწვია ქართულ საზოგადოებაში და შედეგად მას მოყვა საქართველოს საფეხბურთო დამოუკიდებლობა და ეროვნული ჩემპიონატის ჩატარება. ეს ფილმი გადაღებული იყო კინოჟურნალის სახსრებით და უდიდესი წარმატებით სარგებლობდა. იგი რამდენიმე თვის განმავლობაში უწყვეტად გადიოდა საქართველოს კინოთეატრებში და ეროვნული მოძრაობის აღზევებას უწყობდა ხელს.

ფესტივალები და პრიზები:
  • ამოვას პრიზი სპორტის სფეროში განსაკუთრებული ღვაწლისათვის, სპორტული ფილმების XXVII საერთაშორისო ფესტივალი, მილანი (იტალია) (2009).

  • "ღირსების ჯილდო", სპორტული ფილმების XXIX საერთაშორისო ფესტივალი, მილანი (იტალია) (2011).

  •  
    

    .

    Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.