მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


მოხეტიალე რაინდები (1975)
ამ გვერდს გაეცნო 11885 სტუმარი
მხატვრული ფილმი, კომედია, 7 ნაწილი, 1975 მეტრი (71 წთ.)
სს "ქართული ფილმი" 
კინოპროდუქციის დაცვის და განვითარების ასოციაციის მოთხოვნით
შეჩერებულია ფილმის ჩვენება

დამდგმელი რეჟისორი: თემურ ფალავანდიშვილი
სცენარის ავტორი: რევაზ (რეზო) გაბრიაძე
დამდგმელი ოპერატორი: დუდარ მარგიევი
დამდგმელი მხატვარი: შოთა გოგოლაშვილი
კომპოზიტორი: გია ყანჩელი
ხმის რეჟისორები/ოპერატორები: ვლადიმერ დოლიძე, გულნარა ბერიაშვილი
მემონტაჟეები: ჯულიეტა წოწონავა, ეკატერინე (ეკა) გურამიშვილი
მონაწილეობენ: ვასილ ჩხაიძე (არდალიონი), გიორგი დათუნაშვილი (სანდრო), გოჩა ლომია (მიტო), ბორის წიფურია (მილიციელი), დიმიტრი თაყაიშვილი (რედაქტორი), ლევან (ლეო) სოხაშვილი (ზაპოროჟეცის მფლობელი), კახი კავსაძე (ყვავილების გამყიდველი), ჟანრი ლოლაშვილი (ედისონა), ოთარ ზაუტაშვილი, ვ. გეჯაძე, მარიკა გოგიჩაიშვილი, მიხეილ კინწურაშვილი, ბაადურ წულაძე, ირაკლი ქოქრაშვილი, იპოლიტე ხვიჩია, თამარ სხირტლაძე, კონსტანტინე (კოტე) თოლორაია, ალექსანდრე ეძგვერაძე, ვაჟა (სულთან) კვიტაიშვილი
პროდიუსერი: შოთა ლაფერაძე
 

რედაქციას აცნობებენ, რომ თუ ათ დღეში მათი კუთვნილი მოტოციკლი სამიათას კილომეტრს არ დაფარავს, მანქანას ჩამოართმევენ. მოტოციკლის ტარება სტაჟიორ სანდროს გარდა არავინ იცის. სანდრო მეგობარ მიტოს და ბაბუა არდალიონს გაიყოლებს და მოგზაურობას შეუდგება. გზაში ბევრი საინტერესო რამ გადახდებათ თავს. არდალიონი არქეოლოგებს გაიცნობს და, მათი საქმიანობით მოხიბლული, გათხრებზე დარჩება. სანდრო და მიტოც გაიყრებიან – ერთი ტრაქტორისტების, მეორე კი მარტოხელა გლეხის დასახმარებლად დარჩება. მოტოციკლს, რომელიც ამ მოგზაურობაში კილომეტრების საჭირო ნორმას შეასრულებს, რედაქციაში სატვირთო მანქანით დააბრუნებენ.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.