მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


კაპიტნები (1974)
ამ გვერდს გაეცნო 9641 სტუმარი
მხატვრული ფილმი, 7 ნაწილი, 1848 მეტრი (67 წთ.)
სს "ქართული ფილმი" 

დამდგმელი რეჟისორი: თამაზ გომელაური
სცენარის ავტორი: ბორის ანდრონიკაშვილი
დამდგმელი ოპერატორები: გივი რაჭველიშვილი, გიორგი გერსამია
დამდგმელი მხატვარი: დიმიტრი ერისთავი
კომპოზიტორი: გია ყანჩელი
ხმის რეჟისორი/ოპერატორი: რაფიელ კეზელი
მემონტაჟე: ნელი ფარცვანია
მონაწილეობენ: თეიმურაზ წიქორიძე (თენგიზ ხაბეიშვილი), ვაჟა ქოქრაშვილი (ლადო აბულაძე), ვასილ ჩხაიძე (კაპიტანი ჩომახიძე), იური ოგანეზოვი (სასწავლებლის დირექტორი), ჯუმბერ შაქარაშვილი (ლეიტენანტი), ბორის წიფურია (ჯიბილო), გია იაშვილი (გოგი), მანუჩარ შერვაშიძე (კაპიტანი ჩომახიძე), ბაადურ წულაძე (ბოცმანი), გრიგოლ წიტაიშვილი, როლანდ კაკაურიძე, ნინო თუთბერიძე, ლეილა მახარაძე, გ. სარუხანიანი, მურად ვაშაკიძე, სერგო კუნჭულია, ალექსანდრე (შურა) ჯაგარბეკოვი, ჯემალ ღაღანიძე
პროდიუსერი: ალექსანდრე (შურა) ჯაგარბეკოვი
 

ლადო და თენგიზი ბათუმის საზღვაო სასწავლებელში აბარებენ. თენგიზი ჩაიჭრება. სოფელში დაბრუნება შერცხვება და პორტში მტვირთავად დაიწყებს მუშაობას. ლადოს მეგობრის მდგომარეობა აწუხებს და მის სანახავად დროდადრო სასწავლებლიდან იპარება. ლექციების გაცდენის მიზეზს რომ გაიგებს, სასწავლებლის უფროსი თენგიზს სახმელეთო მეზღვაურის ადგილს გამოუნახავს. ლადო კურსელებთან ერთად გემით ზღვაში გასასვლელად უნდა მოემზადოს, მაგრამ თენგიზს არ მიატოვებს – უფროსს ხმელეთზე დარჩენის ნებართვას სთხოვს, რომ მეგობარს მათემატიკის მომზადებაში დაეხმაროს.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.