მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


ივანე კოტორაშვილის ამბავი (1974)
ამ გვერდს გაეცნო 14747 სტუმარი
მხატვრული ფილმი, ჰეროიკული კომედია, 7 ნაწილი, 1887 მეტრი (68 წთ.)
სს "ქართული ფილმი"
პირველი ჩვენება საკავშირო ეკრანზე შედგა 1974 წელს 
ნახეთ

დამდგმელი რეჟისორი: ნოდარ მანაგაძე
სცენარის ავტორები: ერლომ ახვლედიანი, დავით ჯავახიშვილი
დამდგმელი ოპერატორი: იგორ ამასიისკი
დამდგმელი მხატვარი: შოთა გოგოლაშვილი
კომპოზიტორი: ნოდარ გაბუნია
ხმის რეჟისორი/ოპერატორი: ვაჟა მაჩაიძე
მემონტაჟე: ნელი დევნოზაშვილი
მონაწილეობენ: ზურაბ ქაფიანიძე (ივანე), ნატო გაგნიძე (კატო), ვახტანგ ცხადაძე (ქიტესა), აბესალომ ლორია, დ. ლონდარიძე, ჰამლეტ მაჩაიძე, ზ. ლონდარიძე, ლ. ასპანიძე, ი. მამაცაშვილი, გივი ჯაჯანიძე, გივი ჩუგუაშვილი (მტერი), ა. გულბიანი, გიგა ჯაფარიძე, გ. გათენდაშვილი, ვ. ჩორგოლაშვილი, კ. ლონდარიძე

გადაღებულია ვაჟა-ფშაველას ამავე სახელწოდების პოემის მიხედვით
 

მტრისგან შეწუხებულ სოფელს ივანე კოტორაშვილის იმედი აქვს, შემოპარულ მტერს კომბლით დაერევა და შავ დღეს დააყრის. სოფელი ცდილობს დევკაცს ცოლად კატო შერთოს, მაგრამ ივანე უღლის დადგმას არ ჩქარობს. მტერთან დაუნდობელი ვაჟკაცი საყვარელი ქალის წინაშე ბავშვივით მორცხვი ხდება. თანასოფლელები ქალ-ვაჟს გაკოჭავენ და ასე დასწერენ ჯვარს. ბედს შეგუებული ივანე ოჯახურ ბედნიერებას ხეირიანად ვერც კი შეიგრძნობს, ისევ ომში მოუწევს სამშობლოს დასაცავად წასვლა.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.