მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


მზე შემოდგომისა (1973)
ამ გვერდს გაეცნო 24770 სტუმარი
მხატვრული ფილმი, ლირიული დრამა, 8 ნაწილი, 2472 მეტრი (88 წთ.)
სს "ქართული ფილმი" 
კინოპროდუქციის დაცვის და განვითარების ასოციაციის მოთხოვნით
შეჩერებულია ფილმის ჩვენება

დამდგმელი რეჟისორი: თემურ ფალავანდიშვილი
სცენარის ავტორი: რევაზ (რეზო) თაბუკაშვილი
დამდგმელი ოპერატორი: ლომერ ახვლედიანი
დამდგმელი მხატვარი: ნოშრევან ნიკოლაძე
კომპოზიტორი: ვაჟა აზარაშვილი
ხმის რეჟისორი/ოპერატორი: თენგიზ ნანობაშვილი
მემონტაჟე: ჯულიეტა წოწონავა
მონაწილეობენ: მედეა ჯაფარიძე (ეკა), ოთარ მეღვინეთუხუცესი (ვახტანგი), სესილია თაყაიშვილი (თამარი), გივი ბერიკაშვილი (პლატონი), ვასილ კახნიაშვილი (პაპუნა), გურანდა გაბუნია (პლატონის მეუღლე), კახი კავსაძე (სამსონი), ლევან ჩოლოყაშვილი (ზურიკო), ლადო გუდიაშვილი (სტუმარი), ელენე ახვლედიანი (სტუმარი), გიორგი საღარაძე (ბიძინა), ოთარ კობერიძე (მუზეუმის დირექტორი), თამარ ციციშვილი (სტუმარი), გიორგი გელოვანი (მხატვარი), მალხაზ ბებურიშვილი (ყვავილების მხატვარი), ნოდარ ფირანიშვილი (გოგი), გრიგოლ ქსოვრელი, ირაკლი (ჯანო) ბაგრატიონი, შოთა სხირტლაძე (პურისმცხობელი), ამირან ბუაძე, ირაკლი ქოქრაშვილი, არჩილ ახვლედიანი, ელენე ყიფშიძე (ეკას მეზობელი), ზურაბ (კუკური) ლაფერაძე (ტაქსის მძღოლი), ელგუჯა ბეჟუაშვილი
პროდიუსერი: შოთა ლაფერაძე
 

ვახტანგი ნიჭიერი მხატვარია, მაგრამ ოჯახის კეთილდღეობაზე ზრუნვა აიძულებს ნიჭი ყვავილების უგემოვნო ასლების ხატვას შეალიოს. ვახტანგის მეუღლე ეკა ქმრის მივლინებაში ყოფნით ისარგებლებს, კეთილმოწყობილ ბინას სასწრაფოდ გადაცვლის ძველ ბინაზე ორთაჭალის კოლორიტულ უბანში და დაბრუნებულ მეუღლეს შემოქმედებითი მუშაობისთვის იდეალურ პირობებს დაახვედრებს. გაოგნებული ვახტანგი აღიარებს, რომ ახლა შემოქმედებაში ხელს აღარაფერი შეუშლის.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.