მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


მთვარის მოტაცება (1973)
ამ გვერდს გაეცნო 30977 სტუმარი
მხატვრული ფილმი, 2 სერია, დრამა, 14 ნაწილი, 3640 მეტრი (131 წთ.)
სს "ქართული ფილმი" 
ნახეთ

დამდგმელი რეჟისორი: თამაზ მელიავა
სცენარის ავტორები: კონსტანტინე გამსახურდია, გიორგი ხუხაშვილი, თამაზ მელიავა
დამდგმელი ოპერატორი: რომან წურწუმია
დამდგმელი მხატვარი: ქრისტესია ლებანიძე
კომპოზიტორი: სულხან ნასიძე
ხმის რეჟისორი/ოპერატორი: ლია სურმავა
მემონტაჟეები: ნელი დევნოზაშვილი, ლალი ლაფანაშვილი
მონაწილეობენ: ოთარ მეღვინეთუხუცესი (არზაყან ზვამბაი), გეიდარ ფალავანდიშვილი (თარაშ ემხვარი), ირინა ჭიჭინაძე (თამარ შერვაშიძე), კოტე დაუშვილი (კაც ზვამბაია), არიადნა შენგელაია (კაროლინა), აკაკი ვასაძე (ტარიელ შერვაშიძე), ეროსი მანჯგალაძე (გვანჯ აფაქიძე), ვარლამ (ვალოდია) წულაძე (ლუკაია ლაბახუა), სპარტაკ ბაღაშვილი (მებორნე), რამაზ ჩხიკვაძე (შარდინ ალშიბაია), კირა (უმც) ანდრონიკაშვილი (ძაბული), იმედა კახიანი (ჩალმაზი), მანუჩარ შერვაშიძე (არემბა არლანი), რუსლან მიქაბერიძე (ჯოტო), ზურაბ ქაფიანიძე (ლომკაც თარბა), ლეო (ლევან) ფილფანი (ჯამლეტ ტარბა), ოთარ კოპტონაშვილი (ბესლან ტარბა), ამირან ქადეიშვილი (კეგვე ტარბა), ბორის წიფურია (ჯოკია), დალი წერეთელი (ზესნა), ვ. შაკერბაია (ხათუნა), კახი კავსაძე, მიხეილ ვაშაძე (ლომკაც ესვანჯია), თამარ ციციშვილი (თარაშ ემხვარის დედა), შ. მანაგაძე, ვახტანგ თანდილაშვილი, თამაზ დანელია, დავით ქობულოვი (ქობულაშვილი), შალვა გედევანიშვილი, კოტე ბურჯანაძე, ალექსანდრე ეძგვერაძე, გიორგი ჟუჟუნაშვილი

გადაღებულია კონსტანტინე გამსახურდიას ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით

ფილმის გადაღება დაიწყო 1972 წელს.
 

პირველი სერია
უცხოეთიდან ახლად დაბრუნებული თარაშ ემხვარი ტარიელ შერვაშიძის ოჯახს ეწვევა, სადაც სიყრმის მეგობარი თამარი ეგულება. შერვაშიძეებს თარაშის გამზრდელი და ძიძიშვილი, კაც და არზაყან ზვამბაიებიც სტუმრობენ. არზაყანს კომკავშირლობისა და სოფლის კოლექტივიზაციაში მონაწილეობისათვის ძმები თარბები მოსაკლავად დასდევენ. მას უსიამოვნება აქვს მამასთანაც, რომელსაც არ სურს ქონება კოლექტივს გაუნაწილოს. არზაყანისგან განსხვავებით, თარაში ახალ ცხოვრებაში თავის ადგილს ვერ ხედავს. მისი ერთადერთი იმედი თამარია. თამარი მამასთან ერთად თბილისს მიემგზავრება.

მეორე სერია
თარაშს აღიზიანებს თამარის სწრაფვა გართობისკენ, სთხოვს შეინარჩუნოს მისთვის ძვირფასი ოცნების ქალიშვილის სახე და რაკი თამარი ნაწნავებს მაინც მოიკვეცს, მაინც არ დასთმობს ქალაქური ცხოვრების წესს, იმედგაცრუებული სოფელს უბრუნდება. კაც ზვამბაია შეიტყობს, რომ მას გაკულაკებას უპირებენ და საკუთარი ხელით ხოცავს ხარებს. შეთქმულები მისი ოჯახის ამოწყვეტას გადაწყვეტენ. არზაყანს და თარაშს თავდამსხმელები, ძმები თარბები შემოაკვდებიან და იძულებულნი ხდებიან თავი სვანეთს შეაფარონ. როდესაც თარაში იგებს, რომ ფეხმძიმე თამარი კვდება, მის სანახავად წასვლას გადაწყვეტს, ენგურის გადალახვას დააპირებს, მაგრამ მდინარე ცხენიანად შთანთქავს მხედარს.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.