მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


ჩემი ქალაქის ვარსკვლავი (1970)
ამ გვერდს გაეცნო 11320 სტუმარი
მხატვრული ფილმი, 9 ნაწილი, 2465 მეტრი (89 წთ.)
სს "ქართული ფილმი" 

დამდგმელი რეჟისორი: ოთარ აბესაძე
სცენარის ავტორი: ოტია იოსელიანი
დამდგმელი ოპერატორები: არჩილ ფილიპაშვილი, ალექსანდრე დუბინსკი
დამდგმელი მხატვარი: ვასილ არაბიძე
კომპოზიტორი: არჩილ კერესელიძე
ხმის რეჟისორი/ოპერატორი: ეთერ ჯებაშვილი
მონაწილეობენ: მედეა ბიბილეიშვილი (ოლოლი), ლეო (ლევან) ფილფანი (გუჯა), კარლო საკანდელიძე (ფარნაოზი), ზურაბ ქაფიანიძე (დურმიშხანი), სესილია თაყაიშვილი (ვერიკო), ეკატერინე ვერულეიშვილი (მამიდა), არჩილ მაჩაბელი (ამბაკო), თინათინ ჩარკვიანი (მართა), სპარტაკ ბაღაშვილი, იპოლიტე ხვიჩია (ყაფლანი), ვალერიან გვენცაძე, რენე აბესაძე, ნ. წერეთელი, გურამ წერეთელი, ელგუჯა ბეჟუაშვილი, ა. სოფრომაძე, რ. ღუღუნაშვილი, გ. ერგემლიძე, თ. ელიავა, ირაკლი ქოქრაშვილი (ძუკუ სეფისკვერაძე)
პროდიუსერი: შოთა ლაფერაძე
 

ქმარს გაცილებული მსახიობი ქალის, ოლოლის ცხოვრება პროვინციული ქალაქის მკვიდრთა ჭორაობის საგანია. ოლოლი მამის თანამშრომელს მოსწონს, მაგრამ ქალს კარიერისტი თაყვანისმცემელი სასაცილოდ არ ყოფნის, მას მშენებლობის მძღოლი გუჯა უყვარს. ოლოლის გაცნობის შემდეგ გუჯა პირველად მოხვდება თეატრალთა წრეში, მათ ყოფას გაეცნობა, მაგრამ თავს ვერ დააღწევს საზოგადოების იმ ნაწილის აზრს, ვინც მსახიობის პროფესიას არასერიოზულად თვლის. ის ცოლად სხვა ქალს შეირთავს. ოლოლი ნუგეშს საყვარელ პროფესიაში პოულობს.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.