მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


დრო იწურება განთიადისას (1965)
ამ გვერდს გაეცნო 6562 სტუმარი
მხატვრული ფილმი, 8 ნაწილი, 2309 მეტრი (83 წთ.)
სს "ქართული ფილმი"
პირველი ჩვენება საკავშირო ეკრანზე შედგა 1966 წელს 

დამდგმელი რეჟისორები: ნელი ნენოვა, გენო წულაია
სცენარის ავტორები: ნელი ნენოვა, გენო წულაია
დამდგმელი ოპერატორი: გივი რაჭველიშვილი
დამდგმელი მხატვარი: ალექსანდრე მაკაროვი
კომპოზიტორი: ოთარ გორდელი
ხმის რეჟისორი/ოპერატორი: გულნარა ბერიაშვილი
მემონტაჟე: ლუსია ვარტიკიანი
მონაწილეობენ: არიადნა შენგელაია (ბრიკი კოლმანი), მერაბ თავაძე (ტონი გარსი), გურანდა გაბუნია (ჯოან ბრისტოლი), თენგიზ დაუშვილი (გრიფიტი), ვლადიმერ (ლადო) ცხვარიაშვილი (არტურ ომლი), რევაზ ხობუა, ა. მარგარიანი, ვალენტინა ტოკარსკაია, ო. ლევინსონი, ლ. ხმელნიცკაია, გერმანე კაჩინი, ალექსანდრე სმირნოვი, ა. ხასკინი, ს. მირზიადი, ი. კორნეიჩუკი

გადაღებულია უ. აირიშის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით
 

ქალაქში ბედის საძებნელად ჩასული უმუშევარი ტომი დიდ თანხას მოიპარავს. იგი მომხდარს ნანობს და, დაპატიმრების მოლოდინში, დარდის გასაქარვებლად საცეკვაო დარბაზში შედის. აქ მოცეკვავე ქალს, ბრიკს გაიცნობს და თავის ამბავს უამბობს. ახალგაზრდები თანხის სასწრაფოდ უკან დაბრუნებას გადაწყვეტენ, მაგრამ ფულის პატრონი მოკლული დახვდებათ. ტომს მკვლელობის ბრალდებით აპატიმრებენ.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.