მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


ჯილდო (1965)
(ალმანახიდან "წარსულის ფურცლები")
ამ გვერდს გაეცნო 7579 სტუმარი
მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, 3 ნაწილი, 705 მეტრი (25 წთ.)
სს "ქართული ფილმი"
პირველი ჩვენება საკავშირო ეკრანზე შედგა 1966 წელს 

დამდგმელი რეჟისორი: გიორგი შენგელაია
სცენარის ავტორი: გიორგი შენგელაია
დამდგმელი ოპერატორი: იგორ ამასიისკი
დამდგმელი მხატვარი: ალექსანდრე მაკაროვი
კომპოზიტორი: ფელიქს (ფილიპე) ღლონტი
ხმის რეჟისორი/ოპერატორი: მიხეილ ნიჟარაძე
მონაწილეობენ: ბონდო გოგინავა (გიორგი), სესილია თაყაიშვილი (დედა), კონსტანტინე (კოტე) თოლორაია (უნტერ–ოფიცერი), გივი ბერიკაშვილი (პეტო), კახი კავსაძე (მუშა), კოტე დაუშვილი (ოფიცერი), ალექსანდრე ლორთქიფანიძე (ოფიცერი), ლეო (ლევან) ფილფანი (მუშა)
 

ჯარისკაც გიორგის, რომელსაც რკინიგზის დეპოს გაფიცულ მუშათა დარბევისას შემთხვევით ერთი მათგანი შემოაკვდება, კარგი სამსახურისთვის ოქროს თუმნიანით დააჯილდოებენ. გიორგი მოსვენებას დაკარგავს, პატიების სათხოვნელად მოკლულის დედასთან მივა და მიღებულ ოქროს დაუტოვებს. დედა შვილის მკვლელს გააგდებს. გიორგი ჯარისკაცის ფარაჯას გაიხდის, იარაღს გადააგდებს და იმ ადგილს გაეცლება, სადაც უნებლიედ ჯალათად იქცა.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.